ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 98

Page of edition: 98  Line of edition: 1    ამათ თხრობათა მოწევნულსა კუალად მენება დუმილი. განკჳრვებულ ვარ, თუ
Line of edition: 2    
ვითარითა წყალობითა მოხედა სამკჳდრებელსა თჳსსა ღმერთმან და ვარძიისა ღმრთისმშობელმან.

Line of edition: 3    
ვითარ უვნებლად დაიცვა მის წინაშე და მისი შევედრებული ერი ქართველთა და
Line of edition: 4    
ეგრეთ წარმოვლენილი ერი, რომელ ეგოდენისა სიმრავლისაგან არცა
Line of edition: 5    
ერთი ვარგი, მეფისაგან შესწავლილი, \ კაცი მოკუდა, ვითარ ეგოდენი სიმრავლე სპისა
Line of edition: 6    
მათისა ივლტოდა და თუ ვითარ უვნებლად დაიცვა სპანი თამარისნი. აღივსნეს.

Line of edition: 7    
ოქროთა და ვეცხლითა და ჭურჭლითა პატიოსნითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემისა
Line of edition: 8    
სიმრავლე, რომელ დაყარეს, ვინმე აღრაცხნეს. ხოლო კარავთა საფენელთა და შესამოსელთა
Line of edition: 9    
და ლარის არტახთა მიერ სავსე იყო ყოველი საბა\ნაკო მათი, რამეთუ
Line of edition: 10    
ესოდენ ზარგანჴდილნი ივლტოდეს, რომელ მოსწრაფენი არა მიხედვიდეს კარავთა და
Line of edition: 11    
ფარდაგთა მათ სიმდიდრეთა, არამედ თჳთოთა ცხენითა ივლტოდეს და მარქაფასა
Line of edition: 12    
განუტევებდეს.

Line of edition: 13    
ესრეთ ძლევა-შემოსილნი, \ მადიდებელნი ღმრთისანი, შემოიქცეს და დადგეს
Line of edition: 14    
კარავთა შინა მათთა. ვითარ რიყე იდვა მუზარადი შაქრისა. და იყო იგი ადგილი
Line of edition: 15    
წყაროთა სავსე; მოვიდის კაცი და მუზარადისა სადები ამოჰფრიწის, და შაქრითა
Line of edition: 16    
გატენის, და წყლითა აღავსის, და სუმიდის. ესრეთ სახელოვანმან დავით მიმართა
Line of edition: 17    
მზესა მისსა მიმართ".
Line of edition: 18    
ხოლო ესე თქმულ არს, რომელ მეფისა თამარისა ოძრჴეს ყოფასა შინა ეახლნეს



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.