ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 104

Page of edition: 104  Line of edition: 1    და ვითარ ესმნეს თქმულნი მჴარგძელთანი მეფესა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა
Line of edition: 2    
ამის სამეფოსათა, იმერთა და ამერთა, და აუწყა თქმული მათი. ვითარ ესმა
Line of edition: 3    
ლაშქრად წვევა \ მჴარგრძელთაგან, სთნდა ყოველთა თქმული მათი და დაასკუნეს
Line of edition: 4    
ლაშქრობა და იწყეს კაზმა.

Line of edition: 5    
მოიწია არე სთულისა, მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. განახნა სპანი მისნი
Line of edition: 6    
და იხილნა აბჯარითა კეთილითა და პატიოსნითა და მოუწინა აბჯარი და ცხენკეთილობა
Line of edition: 7    
მათი, სიდიდე და სიმჴნე სპათა მისთა, შურითა სპარსთათა აღსავსეობა.

Line of edition: 8    
და მოიღო დროშა სჳანად ჴმარებული, გორგასლიანი და დავითიანი, და შეავედრა
Line of edition: 9    
მასვე ვარძიისა ღმრთისმშობელს. დროშა და ლაშქარი \ დალოცა და წარავლინა სპარსეთს.

Line of edition: 10    და მისცა დროშა ზაქარია ამირსპასალარსა, და წარემართნეს სპარსეთად.

Line of edition: 11    ჩავლეს პირი ნახჭევნისა და გავიდეს ჯუღას და რაჴსა, და შევლეს ვიწრო იგი
Line of edition: 12    
ჴევი დარდუზისა, და აღვიდეს მარანდსა. ხოლო მარანდელნი, ამისნი მცნობელნი
Line of edition: 13    
ლტოლვილ იქმნეს კლდეთა შინა. ხოლო ესენი მარანდს რა მივიდეს, არა პოვეს კაცი,
Line of edition: 14    
ეგონათ მთასა მარანდისასა ყოფად სპათა ადარბადაგანისათა. ამისთჳს დაარჩიეს ხუთასი
Line of edition: 15    
მჴედარი რჩეული დიდებული და აზნაური. უჩინეს მჴედართ-მთავრად თაყაიადინ თმოგუელი.

Line of edition: 16    წარემართნეს, აღვლეს აღმართნი მარანდისანი, აღვიდეს ვაკესა თავსა მარანდისასა
Line of edition: 17    და დადგეს მთასა მას, რამეთუ ესრეთ ემცნო ზაქარიას: "არავის ბრძოლოს
Line of edition: 18    
მიღმართ, სადამდის არა მივიდეს იგი და სრულადა ლაშქარი მთასა მას ზედა. თუ
Line of edition: 19    
დიდი ლაშქარი ნახონ, აცნობონ ზაქარიას: რაცა რქუას, ყონ".

Line of edition: 20    
და დადგა ხუთასი კაცი წარჩინებული. იხილეს მთით მარანდელთა, რომელნი
Line of edition: 21    
შელტო\ლვილ იყვნეს ღირღალთა და კლდეთა მაღალთა, რომელ არს ზედ-კერძო



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.