ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 111

Page of edition: 111  Line of edition: 1    ხოლო მეფე \ თამარ ზამთრის დურს იყვის და ზაფხულის კოლას და ცელის
Line of edition: 2    ტბასა, ზოგჯერ გარდავიდის აფხაზეთს: გეგუთს და ცხუმს.

Line of edition: 3    მათ უკუე ჟამთა იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა.

Line of edition: 4    დიდონი უკუე ბუნებითა მშთვართა და უხარშავსა ჭამენ, და მრავალნი ძმანი ერთსა
Line of edition: 5    
დედაკაცსა მიიყვანებენ ცოლად; რომელნი უჩინარსა რასამე ეშმაკსა თაყუანის-ცემენ და
Line of edition: 6    
ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ჰყოფენ. ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი
Line of edition: 7    
არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად
Line of edition: 8    
ცხადად და ღამით.

Line of edition: 9    
მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოჴევეთა,
Line of edition: 10    ჴადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და
Line of edition: 11    
წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო
Line of edition: 12    
წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა,
Line of edition: 13    
არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ-კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთკეძო
Line of edition: 14    
დიდოეთი და ფხოეთი.

Line of edition: 15    ცნეს რა მისლვა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს
Line of edition: 16    
ლაშქარი და დაუდგეს- გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად,
Line of edition: 17    
და ტყუეობად და დაწუად; მოსწ\ყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი, და დაყვნეს
Line of edition: 18    
სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცე; მძევლები და
Line of edition: 19    
აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს.

Line of edition: 20    
წარმოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.