ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 112

Page of edition: 112  Line of edition: 1    წინაშე და რქუა: "ძლიერო მეფეო! იქ\მნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი
Line of edition: 2    
დიდოეთი და ფხოეთი". ხოლო მეფემან დიდად დაიმადლა და უაღრესსა პატივსა
Line of edition: 3    
აღიყვანა.

Line of edition: 4    
და იყო ყოველგან მშჳდობა, წარმატება, დღითი-დღე შემატება სამეფოთა ღმრთივდაცულისა
Line of edition: 5    
მეფისა თამარისი, ხოლო სპანი მისნი განსუენებას ნადირობასა და ბურთობასა.

Line of edition: 6    
თჳთ თავადნი და წარჩინებულნი მარადის მეფეს წინაშე იყვნიან, განისუენებდიან
Line of edition: 7    
და აღივსებოდიან საბოძურითა მეფისა მიერ მათისა.

Line of edition: 8    
ხოლო ვითარ დიდისა კოსტანტინეს ძმისწულისა ივბიმიანოსისათჳს წერილ
Line of edition: 9    
არს, რომელ რქუა ანგელოზმან მონაზონსა ვისმე მგოდებელსა სიკუდილისათჳს
Line of edition: 10    
ივბიმიანოსისა: "რასა დააკლო ღმერთმან ქრისტიანეთა ესევითარი ესე მეფე, რომელსა ანგელოზმან დაადგა გჳრგჳნი სახილველად
Line of edition: 11    
ყოველთა" - და ეტყოდა ანგელოზი:
Line of edition: 12    
"რა არს, ბერო, გამოძიება შენი მსჯავრთა ღმრთისათა? აწ გიბრძანებს,
Line of edition: 13    
დასცხერ ბოროტისგან. არა უწყი, რომელ აღმოსავლეთით დასავლეთამდის უკეთუ
Line of edition: 14    
ყოველი ქუეყანა მართლმადიდებელი იყო, არცა იგი ღირს იყო მეფობასა ივბიმიანოსისასა",
Line of edition: 15    არა თუმცა საბერძნეთი ოდენი, -- ეგრეთვე აწცა იქმნა ამის დიდისა მეფისა
Line of edition: 16    
საქმე: არა ღირს იყო არამცა ყოველი ქუეყანა -- არათუმცა საქართველო ოდენ -- ამის
Line of edition: 17    
მეფობასა.
Line of edition: 18    
ამისთჳსცა მოხედნა რისხვით მოწყალემან ღმერთმან სამკჳდრებელსა თჳსსა \ და
Line of edition: 19    
მიიცვალა მეფე თამარ ჴმელსა დგომასა შინა. \ მოიწია მწუხარება [დიდი] და მიუთხრობელი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.