ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 119

Page of edition: 119  Line of edition: 1    იღუაწეს. რომელი ადრე თჳთ განაყენა საშჯელმან ღმრთისამან. ხოლო სხუანი ვინმე
Line of edition: 2    
ეპისკოპოსნი შეიცვალნეს და მათ წილ საღმრთონი კაცნი დასხნეს და სხუანი საეკლესიაონი
Line of edition: 3    
წესნი განმართნეს უდებთა მიერ დაჴსნილნი.

Line of edition: 4    
ხოლო აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი
Line of edition: 5    
სამეფოსანი და მოაჴსენეს მამათა, რათა ზოგად იღუაწონ შემოყვანებად სიძისა თამარისთჳს,
Line of edition: 6    რომელი ყვესცა. და შემოკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა3 და განზრახვითა
Line of edition: 7    
ყოველთათა წარავლინეს კაცი ვინმე რუსთა სამეფოდ ქრისტიანობისა და
Line of edition: 8    
მართლ-მადიდებლობისათჳს მათ ნათესავთასა და ესე ვერა კეთილად განაგეს, რამეთუ
Line of edition: 9    
არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს და არცა მისსა მეცნიერ იყვნეს, რომელსა იგი
Line of edition: 10    
მოიყვანებდეს.

Line of edition: 11    
შემდგომად ჟამისა მოიწია კაცი იგი \ წარვლინებული და მოიყვანა კაცი დიდად
Line of edition: 12    
გუარიანი, უდიდესი ყოველთა მათ მეფეთა მის კერძოსათა და სახითაცა არა უმარჯჳ.

Line of edition: 13    
რომელიცა იხილეს რა, ყოველთა კაცთა სთნდა, რამეთუ არარას მეცნიერ იყვნეს
Line of edition: 14    
ჩუეულებისათჳს მისისა.

Line of edition: 15    
[შეკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა პატრიაქი და დიდებულნი, სპასპეტნი და
Line of edition: 16    
ერისთავნი და] აცნობეს თამარს და აწუევდეს ქორწინებასა და ასწრაფობდეს ამის
Line of edition: 17    
პირისათჳს.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.