ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 126

Page of edition: 126  Line of edition: 1    ძალით იპყრობოდეს თავთა შინა თჳსთა. შეკრბეს სომხითს შინა. და მივიდა თამარ
Line of edition: 2    და იხილნა. დაეყვნეს მცირედნი დღენი მათცა ლოცვისათჳს. მერმე რქუა მათ:
Line of edition: 3    
"ძმანო, ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი სიმრავლისა მათისათჳს
Line of edition: 4    
და სიმცირისა თქუენისა, რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს. გასმია გედეონისთჳს
Line of edition: 5    სამასნი და სიმრავლე ურიცხჳ მადიამელთა მათ მიერ მოწყუედილი, კუალად ასურასტანელთა
Line of edition: 6    ბანაი ლოცვითა ეზეკიელისითა წამსა შინა ანგელოზისა მიერ დაცემულნი?
Line of edition: 7    
მხოლოდ ღმერთსა ოდენ მიენდვენით და გულნი თქუენნი სიმართლით იპყრენით
Line of edition: 8    
წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯუარისა მიმართ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ
Line of edition: 9    
ქუეყანად მათდა შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ძალითა უძლეველისა
Line of edition: 10    
ჯუარისათა წარემართენით".

Line of edition: 11    
ულოცა მათ და შეავედრნა ღმერთსა, წარუძღუანა ძელი ცხოვრებისა და თანა
Line of edition: 12    
წარატანა ანტონი ჭყონდიდელი.

Line of edition: 13    
ხოლო თჳთ წარიჴადნა სამოსელნი ფერჴთანი, და ფერჴივ შიშულითა ფერჴთა
Line of edition: 14    
მიიწია ტაძარსა ღმრთისმშობელისასა მეტეხთა, და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე
Line of edition: 15    
არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულ ყო ღმერთმან სათხოველი
Line of edition: 16    
მისი.

Line of edition: 17    
რამეთუ შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწია სარგის მჴარგრძელი თმოგუელი
Line of edition: 18    და მოართუა სახარება ლაშქართა განმარჯუებისა და ყოვლითუ\რთ უნაკლულოება
Line of edition: 19    
მჴედრებისა.

Line of edition: 20    
არამედ აწ ჯერ არს მოჴსენებად, თუ ვითარი შეწევნა მოიღეს თამარის ცრემლთაგან
Line of edition: 21    
სპათა ჩუენთა. შევიდეს უკუე ქუეყანაი მათდა, და იხილნეს განძას და შამქორს.

Line of edition: 22    საშუალ მდგომნი, რომელნი სიმრავლითა უმეტეს იყვნეს რიცხუსა, ვითარცა მკალნი.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.