ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 125

Page of edition: 125  Line of edition: 1    ლაშქართათა. იწყეს ყოველგნით რბევად სპარსეთისა და იქმნებოდეს განმარჯუებანი
Line of edition: 2    
საკჳრველნი: ციხეთა მქონებელნი ბრძანებ\ითა ოდენ დასცლიდეს, ტყჳსა
Line of edition: 3    
და ალაფისაგან აღივსო ყოველი კაცი, ხოლო დაშთომილნი მათნი ვითარცა მელნი
Line of edition: 4    
იმალვოდეს და ვითარცა მთხუნველნი ძურებოდეს მიწათა შინა
Line of edition: 5    
შეიწრდეს ყოვლით-კერძო სპარსნი და უღონოებამან მოცუნა და მხოლოდ
Line of edition: 6    
ერთიღა სასოება ცხოარებისა მოიპოვეს ესე იგი არს სიუდილითა ჴსნა თავისა.

Line of edition: 7    
ამისთჳსცა შეკრბეს ყოვლით კერძო შეთქმულებითა, შეიღებნეს სამოსელნი და პირნი,
Line of edition: 8    
და მივიდეს წინაშე ხალიფასსა, აუწყეს თჳსი ჭირი და აწუევდეს, რათა უბრძანოს
Line of edition: 9    
ყოველსა სპარსეთსა შეწევნად მათდა. რომელი-ესე ყო ხალიფა: განახუნა ძუელნი
Line of edition: 10    
საგანძურნი და იდუმალ წარავლინა კაცი ყოველსა შინა სპარსეთსა, მისსა ოქრო
Line of edition: 11    
აურაცხელი, რათა შეკრიბონ ყოვლით-კერძო ლაშქარი ურიცხჳ. და მისცა ბრძანება
Line of edition: 12    
რათა რომლისაცა სამთავროსაგან სპარსთასა არა წამოვიდენ, თჳთ მათ ზედა მისლვითა
Line of edition: 13    
იავარ ყვნენ. ესე ესრეთცა იქმნა: იწყეს ამოღმართ რომ-გჳროს და ინდოეთისა
Line of edition: 14    და ქუემოთ სამარყანამდი და დარუბანდამდი. შეკრბა ესეოდენი, ვიდრემდის არცა რიცხჳ
Line of edition: 15    
იცოდე; და ვერცა ერთსა თემსა დაეტეოდეს. შეკრბეს ადარბადაგანს და მაშინღა გაამჟღავნეს
Line of edition: 16    
წაკიდება თჳსი.

Line of edition: 17    
ესმა ესე ყოველი თამარს და მოუწოდა ყოველთა ვაზირთა თჳსთა და შეიქმნა
Line of edition: 18    
გამორჩევა. უბრძანა ჭყონდიდელსა ანტონის არა ავითა გულითა, არცა დედაკაცურითა
Line of edition: 19    
სიტყჳთა, არამედ ესრეთ: "ისწრაფეთ დაწერად და მიმოდადევით, ბრძანება, რათა
Line of edition: 20    
მსწრაფლ შემოკრბეს მჴედრობა. და კუალად მიუმცენით ყოველთა ეკლესიათა და მონასტერთა,
Line of edition: 21    
რათა დაუცადებელნი ღამისთევანი და ლიტანიაობანი აღესრულებოდიან
Line of edition: 22    
ყოველსა ადგილსა. და წარგზავნეთ, ფრიადი საფასე და საჴმარი გლახაკთათჳს, რათა
Line of edition: 23    
მოიცალონ ლოცვად და მოწყალე ყონ ღმერთი, ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს
Line of edition: 24    
ღმერთი იგი მათი".

Line of edition: 25    
ესე უბრძანა და ბრძანება საქმე იყო. და ათსა შინა დღესა, ვითარცა გროი შავარდენთა,
Line of edition: 26    
მოფრინდა ყოველი მჴედარი, ყოვლით-კერძო. სავსენი სიხარულითა რომელნი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.