ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 174

Page of edition: 174  Line of edition: 1    მისა და მეფე თქუენ ზედა, და ვსძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა
Line of edition: 2    
ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი. და თუ მეცა წარვიდე, თათარნი ეგრეცა მოსულ
Line of edition: 3    
არიან; თქუენ ვერ წინააღუდგებით და ვერცა შემძლებელ ხართ ბრძოლად მათდა.

Line of edition: 4    
წარავლინე კაცი მეფესა თქუენსა \ წინაშე და აუწყე თქმული ჩემი, რამეთუ არა მნებავს
Line of edition: 5    
ოჴრება საქართველოსა, არამედ დაცვა მტერისაგან, და თქუენ მიერ მე განვძლიერდე
Line of edition: 6    
და ვიყვნეთ მშჳდობით".

Line of edition: 7    
ესმა რა სიტყუანი სულტნისანი ავაგს. არა პასუხ-უგო, არამედ თქუა: "ვაუწყებ
Line of edition: 8    
თქმულსა მაგას \ მეფესა და ვაზირთა მისთა". მსწრაფლ წარავლინა კაცი მეფისა
Line of edition: 9    
აუწყა თქმული, ვითარ მოიწია თქმული ესე. და იხილეს წიგნი, განკჳრდა მეფე და
Line of edition: 10    
უცხო უჩნდა საქმე ესე და მიუმცნეს ავაგს არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ
Line of edition: 11    
სრულიად განყენებად. და ავაგ ფიცხლა მიუმცნო სულტანსა. ხოლო მან რა მოისმინა,
Line of edition: 12    
აიყარა და წარმოემართა ტფილისს, რათა ბრძოლოს ქალაქსა.

Line of edition: 13    
ვითარ ცნა მეფემან მოსლვა სულტნისა, აიყარა და წარვიდა ქუთათისს, ხოლო
Line of edition: 14    
ტფილისს მცველად დაუტევა ლაშქარი და თავად ორნი ძმანი ბოცოს ძენი, მემნა და
Line of edition: 15    
ბოცო. მოიწია სულტანი სომხითად და მოაოჴრა ყოველი სომხითი; დაეცნეს მკჳდრნი
Line of edition: 16    
მისნი პირითა მახჳლისათა. და მოიწივნეს ტფილისად.

Line of edition: 17    ხოლო მცველნი ქალაქისანი აღიჭურნეს, და იქმნა ძლიერი ბრძოლა, და
Line of edition: 18    
ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა მერმე მას ღამესა [სპარსთა ტფილელთა]
Line of edition: 19    მიუვლინეს \ კაცი სულტანსა ჯალალდინს შიგნიდაღმა მეცემად ქალაქისა, რათა
Line of edition: 20    
კართა, რომელთა სპარსნი სცვიდეს, განახუნეს და შიგნით ბრძოლა უყვეს. ვითარ



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.