ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 178

Page of edition: 178  Line of edition: 1    ქრისტიანეთა, მამათა და დედათა, იძულებით დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა
Line of edition: 2    
და დატევება სჯულისა, უკეთუ არა ჰყონ, წარკუეთა თავთა. და ვითარ აღასრულებდეს
Line of edition: 3    
ბრძანებულსა ამას, მოიყვანდეს მამაკაცნი დედათა თანა და აიძულებდეს ესრეთ ყოფად.

Line of edition: 4    
მრავალთა უკუე ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს არა თავს-დებად შეურაცხებად წმიდათა
Line of edition: 5    
ხატთა და დატევებად სჯულისა ხოლო მრავალი სიმრავლე მამათა და დედათა იპოვა
Line of edition: 6    
ახოვნად, რომელთა მიიღეს გჳრგჳნი წამებისა, რომლისა აღრაცხვა შეუძლებელ არს.

Line of edition: 7    
სიმრავლისათჳს, რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ათ ბევრ აღიწია რიცხვი მოკლულთა.

Line of edition: 8    
ესრეთ რა მოაოჴრეს ტფილისი, იწყეს რბევად, ტყუენვად, ჴოცად და კლვად
Line of edition: 9    
სომხითისა და კამბეჩიანისა და \ იორის პირთა. ქართლს და თრიალეთს, ჯავახეთს
Line of edition: 10    და არტანს, ზოგი სამცხეს და ტაოს, კარნიფორას და ანისის მიმდგომთა ქუეყანათა.

Line of edition: 11    
და გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა
Line of edition: 12    
ჟამთა, რამეთუ ორ წელ პირველ აღაოჴრეს ქუეყანა და ხუთი წელი ქალაქსა დაყვეს,
Line of edition: 13    
და აოჴრებდეს ქუეყანათა ამათ ზემოჴსენებულთა, არღარა იყო შენებულება თჳნიერ
Line of edition: 14    
ციხეთა და სიმაგრეთა, რამეთუ ქუეყანა საქართველოსა მიეცა განსარყუნელად, ამის
Line of edition: 15    
ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყუარული,
Line of edition: 16    
სიწრფოება, სიმშჳდე, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავანება, ზაკუა, შური,
Line of edition: 17    
ჴდომა, სიძულილი, ანგარება, მიმძლავრება, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესოებანი,
Line of edition: 18    
ვითარცა იტყჳს წინასწარმეტეუელი: "ვაჲ მათდა, რომელნი კუალსა ბალამისსა შეუდგეს
Line of edition: 19    
და საქმესა სოდომელთასა იქმან, რამეთუ ყოველმან ასაკმან ბერთა და ჭაბუკთამან,
Line of edition: 20    
მცირითგან ვიდრე დიდადმდე, მიაქციეს სიბოროტედ. რამეთუ სენი იგი სოდომელთა
Line of edition: 21    
და სალმობა გომორელთა მოიწია, და ამის ძალითა მისცნა იგინი ღმერთმან წარწყმედად



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.