ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 297

Page of edition: 297  Line of edition: 1    მოუწოდა დავითს და რქუა: "ვინათგან დასდევ თავი შენი მსახურებად ჩემთჳს, და
Line of edition: 2    
სდგახარ ერთგულობასა ჩემსა ზედა მომიცემია მეფობა და სამეფო შენი ყოველი".

Line of edition: 3    
და წარმოგზავნა ტფილისს, და დასუა ტახტსა მამისა მისისასა, და თანა წარმოატანნა
Line of edition: 4    
სპანი საქართველოსანი, შანშე და ხუტლუბუღა, და ყოველნი დიდებულნი.

Line of edition: 5    
და მოუწოდეს სამცხით ბექასა, და მან არა ინება მოსლვად, რამეთუ ფრიად გა\ნდიდებულ
Line of edition: 6    
იყო, თჳთ არღარა წარვიდის არცა ყაენს წინაშე და არცა მეფის თანა, არამედ
Line of edition: 7    
წარმოუვლინა ძე თჳსი პირმშო, სამცხის სპასალარი სარგის, და ყოველი ნამარხევი,
Line of edition: 8    
რომელ აქუნდა მეფისა დიმიტრისაგან შევედრებული, და სარტ\ყელიცა იგი დიდფასისა.

Line of edition: 9    
მოვიდა სარგის და მოიღო ყოველივე დაუკლებელად მეფის დავითის. წინაშე. და
Line of edition: 10    
დასუეს მეფე ტახტსა ზედა, და აკურთხეს კათალიკოსმან აბრაჰამ და ეპისკოპოსთა


Line of edition: 11    მესამეოცდახუთე მეფე ქართლისა დავით, ძე დიმიტრი მეფისა, ბაგრატოანი


Line of edition: 12    
ხოლო მოსცა ყაენმან დაჲ მისი ოლჯათ, რომელი ვახტანგს ცოლად ესუა. და
Line of edition: 13    
დაიპყრა ყოველი სამეფო მამისა მისის დიმიტრისი, თჳნიერ ბექას სამცხის მპყრობელისა
Line of edition: 14    
მთავრისა, ხოლო იგი პატივ-სცემდა მეფესა დავითს მრავალთა ნიჭთა და
Line of edition: 15    
ძღუენთა წარმოუვლენდის. ხოლო \ დავით უმეტესთა ჟამთა იყვის წინაშე ყაენისა.

Line of edition: 16    
დაღათუ ფარეჯან ოვსთა მთავარი მსახურებდა კეთილად მეფესა, არამედ აქუნდა[თ]
Line of edition: 17    
მტერობა ქართველთა [და ოვსთა]: ესოდენ გარდაეკიდნიან ერთმანეთსა, რომელ რომელიცა
Line of edition: 18    
მძლე ექმნის, მოკლის. მაშინ წარვიდეს ქალაქს ოვსნი ვაჭრობად, და ვითარ
Line of edition: 19    
მოიქცეს, იხილეს გლახაკი, და მისცეს ქველის საქმე ოვსთა, რომელსა უპირველესსა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.