ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 298

Page of edition: 298  Line of edition: 1    ეწოდა სათხისა და მეორესა უზურაბეგ, და რქუეს: "გლახაკო, ევედრე ღმერთსაი რათა
Line of edition: 2    
დღეს ჩუენი და სურამელის ბეგას შვილის ჴრმალი ერთგან შეიყარნენი, და ვითარ
Line of edition: 3    
წარვლეს მცირედ, დახუდა ნადირობასა შინა მყოფი რატი მცირითა კაცითა, უსაჭურვლო.

Line of edition: 4    
მყის ზედა მიეტევნეს, აღიღო თარი და დაუდგა სივიწრესა წყლის გასავალსა,
Line of edition: 5    
და პირველ სათხეს უხეთქნა მუზარადსა, განუპო და ჩამოაგდო, და მოკუდა. მერმე
Line of edition: 6    
უზურაბეგ მოუჴდა, ჰკრა მასცა მჴარსა ჯაჭჳანსა, განუკვეთა მჴარი, და ჩამოაგდო, და
Line of edition: 7    
ყრმათა რატისთა მოაკუდინეს. იხილეს სხუათა ოვსთა და ივლტოდეს. ამისთჳს იტყჳს
Line of edition: 8    
წინასწარმეტყუელი: "უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს", კუალად სხუა ჴმობს: "აღჴოცენინ
Line of edition: 9    
უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუარნი, და ენა დიდად მეტყუელი".

Line of edition: 10    
ხოლო მოვიდა მწოდებელი ყაენ თუქალისი წინაშე დავით მეფისა. და წარვიდა
Line of edition: 11    
დავით წინაშე თუქალისა, რომელი იდგა მთათა არარატისათა. და ვითარ იხილა
Line of edition: 12    
თუქალ დავით მეფე, პატივითა შეიყუარა. ინება, რომელ ფიცთა მიერ ქმნან ერთობა
Line of edition: 13    
სიყუარულისა. დაამტკიცეს ერთობა, და წარმოვიდა მეფე შინა, და მისცა დმანისი,
Line of edition: 14    რომელ აქუნდა ხუტლუბუღას, ძმასა მანგასარისსა.

Line of edition: 15    და ვითარ გარდაჴდა მცირედი ჟამი, წარვიდეს ნოინნი, რომელნი თუქალისაგან
Line of edition: 16    ლტოლვილ იყვნეს, ვითარ ნავროზ დიდისა არღუნის შვილი, რომელი იყო კაცი
Line of edition: 17    
მჴნე, ძლიერი, ახოვანი, მანქანი, შემმართებელი უმეტესობისა, ალიყანის შვილი
Line of edition: 18    
ყურუმჩი, რომლისა ძმა ბუღა მოეკლა თუქალს. \ ესენი მივიდეს ხუარასანს, არღუნის.

Line of edition: 19    შვილის ყაზანის თანა, რომელსა აქუნდა მამისაგან საუფლისწულოდ ხუარასანი. შეიყარნეს
Line of edition: 20    
და ინებეს, რათა ყაზან ყონ მთავრად და ყაენად. შეკრბეს ესე ყოველნი, და წარმოემართნეს
Line of edition: 21    
ბრძოლად ბაიდოსსა. და ვითარ ცნა მოსლვა ყაზანისა, მოუწოდა მანცა
Line of edition: 22    
ლაშქართა, და წარვიდა თუქალცა სისწრაფლ. ვერღარა \ მიიცადეს მეფე, აქაცა დაიცვა
Line of edition: 23    
ღმერთმან, რომე არა დახუდა. მიეგებნეს მცირესა ქალაქსა ზანბანს, შეკრბეს ურთიერთას



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.