ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 306

Page of edition: 306  Line of edition: 1    და მოსწყდა თათარი ურიცხჳ, რამეთუ შემოსრულ იყვნეს ვიწროსა გზასა კაცი
Line of edition: 2    
მეორე ვითარ ხუთასი, რომელნი ვერღარა გამოესწრნეს გზისა სივიწროისაგან. შეიპყრეს
Line of edition: 3    
ხუთასივე: რომელნიმე მოკლეს და, რომელნი დარჩეს, მოჰგუარეს მეფესა.

Line of edition: 4    
ხოლო სხუანი ივლტოდეს, და სპანი მეფისანი გამოვიდეს ჴადის თავსა, გორასა რასმე,
Line of edition: 5    
რომელ არს ციკარეს პირისპირ, და იქმნა ომი ძლიერი. კეთილად ბრძოდეს შინაურნი
Line of edition: 6    
მეფისანი, ჴადელნი, და ზოგნი ჴევით მოსრულნი რჩეულნი, და უმეტეს მოისრვოდეს
Line of edition: 7    
თათარნი, რამეთუ დიდად ავნებდეს მთიულელნი, იყვნეს ფერჴითა მალი, ცხენოსანი
Line of edition: 8    
ვერ შეუვიდოდა ნაომარი, და ქუეითად იბრძოდეს თათარნი, რომელთა შემწედ
Line of edition: 9    
ყვა ივანეს ძე შანშე, და ოსნი რომელ სხდეს გორს, მესხნი ლაშქარნი, რომელნი
Line of edition: 10    
წარმოევლინნეს სამცხისა მთავარსა ბექას: თორელნი, თმოგუელნი და ტაოელნი. და
Line of edition: 11    
განგრძელდა ომი ვიდრე მიმწუხრადმდე. გზა\თა სივიწრითა არა აღერინნეს ურთიერთას,
Line of edition: 12    
გაიყარნეს და უკუდგეს ჴადას თათარნი. და უშუელა \ ღმერთმან მეფესა, რამეთუ
Line of edition: 13    
ცხავატით შესრული ლაშქარი ივლტოდა. და ვითარ ხუთასი ოდენ კაცი შეიყარა, და
Line of edition: 14    
ხუტლუბუღასაცა დიდი ვნებოდა. იხილა სიმაგრე ქუეყანისა ხუტლუბუღა და ცნა, რომელ
Line of edition: 15    
არა ეგების შესლვა ციკარეს; აიყარა ღამით გზასა ლომის თავისასა, დაესხა
Line of edition: 16    
ქართლს, დაღათუ ვინმე დარჩომილ იყო, მოსრა და ტყუე ყო, და მოაოჴრეს ქართლი,
Line of edition: 17    და წარვიდეს ყაენს ყაზანს წინაშე.

Line of edition: 18    
ხოლო მოიწია რა არე გაზაფხულისა, წარმოემართა იგივე ხუტლუბუღა, სიტყჳთა
Line of edition: 19    
ყაენისათა, სპითა უძლიერესითა, და მოიწია ტფილისს, და ეგულებოდა შესლვად
Line of edition: 20    
მთიულეთს. და ვითარ ცნეს დიდებულთა ამის სამეფოსათა, განკრთეს და ეძიებდეს
Line of edition: 21    
ღონესა, რათა განერეს პირისაგან თათართასა, ქუეყანა თუღა სადამე დაშთომილ იყო.

Line of edition: 22    
შეკრბეს მეფესა დავითს წინაშე და მოაჴსენებდეს, რათა წარვიდეს ყაზანს \ წინაშე



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.