ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 328

Page of edition: 328  Line of edition: 1    ამას ჟამსა შინა მიერთო ათაბაგიცა და პატივ-სცა დიდად ათაბაგსა.

Line of edition: 2    
და შემდგომად ზამთრისა \ წარმოემართა ქართლსა ზედა, რამეთუ ესე იყო წადილი
Line of edition: 3    
მისი. გარდამოვლო აბოცი და მოაოჴრა და იავარ-ყო ყოველივე, ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ.

Line of edition: 4    
ჩამოვლო თრიალეთი და ვერა აღუდგეს წინა. რომელცა აწ საბარათიანოდ უწოდენ
Line of edition: 5    
მუნებურნი, და იგინიცა მოსრნა და მკჳ\დრნი მის ადილისანი და შემუსრნა სიმაგრენი
Line of edition: 6    
და ციხენი მის ადგილისანი.

Line of edition: 7    
და ვითარცა ესმა მეფესა ბაგრატს, გამაგრდა ციხესა ტფილისისასა. და, რა ესმა
Line of edition: 8    
საქმე ესე ლანგ-თემურს, უფროსად განძჳნდა და დაუმძიმდა წინააღდგომა მეფისა ბაგრატისა.

Line of edition: 9    წარვიდა და მოადგა ციხესა ტფილისისასა, უბრძანა სპასპეტთა, სპასალართა
Line of edition: 10    
და მებრძოლთა მისთა ყოველთავე ბრძოლა ძლიერი, და მრისხანებით მიეტევნეს
Line of edition: 11    
ციხესა ტფილისისსა. და გამოვიდა მეფე ბაგრატ და სრულიად ქართველნი, მიეტევნეს
Line of edition: 12    
ურთიერთას, და ბრძოდეს ქართველნი ფიცხად. და იქმნა იმიერ და ამიერ ბრძოლა
Line of edition: 13    
ძლიერი და მოისრა ორგნითვე სიმრავლე კაცთა ფრიადი, და უფროისად მოსწყდეს.

Line of edition: 14    
სპანი თემურისანი და ვერღარა აღიღეს ციხე \ ტფილისისსა. და შემდგომად ამისა მოიპოვა
Line of edition: 15    
ლანგ-თემურ ღონე ესევითარი: ქმნეს ჩელტები რკინისა, და იფარეს სპათა
Line of edition: 16    
მისთა, და სიმრავლისაგან ლაშქართასა მიეტევნეს ციხესა და მძლავრებით შემუსრეს
Line of edition: 17    
და აღიღეს ციხე. და შეიპყრა მეფე ბაგრატ და ყოველივე მყოფი ციხესა მას შინა,
Line of edition: 18    
და თჳთ დაიპყრა ციხე და ტყუე-ყო მეფე ბაგრატ. ხოლო დაჰპატიჟა ლანგ-თემურ
Line of edition: 19    რჯული მაჰმადისა, ხოლო მეფემან არა უსმინა და ჰყვა პატიმრად.

Line of edition: 20    
მაშინ წარვიდა ლანგ-თემურ ყარაიაში ნადირობად: მოინადირეს, შეექცეს და
Line of edition: 21    
დაჴოცეს მრავალი. და მიერითგან წარვიდეს ყარაბაღსა და მეფე ბაგრატცა თანა წარიყვანეს
Line of edition: 22    
პატიმარი, \ და ვითარცა მიიწივა ბარდას, დაყო მუნ ჟამი რაოდენიმე.

Line of edition: 23    
მაშინ ლანგ-თემურ ყო ვინმე სარდლადა ერთი მოყმეთა თჳსთაგანი რჩეული,
Line of edition: 24    
და მისცა მას ლაშქარი მრავალი, და წარგზავნა \ შიდა ქართლსა ზედა, რამეთუ თჳთ
Line of edition: 25    
ლანგ-თემურ არა მოსრულ იყო შიდა ქართლსა, და უბრძანა შემუსრვა ციხეთა და
Line of edition: 26    
ქალაქთა, მოსრვა პირითა მახჳლისათა ყოველთავე მუნ მკჳდრთა, მამაკაცისა და დედაკაცისა.

Line of edition: 27    
და ჟამსა მას იყო ქორანიკონი ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ.

Line of edition: 28    
და მოიწივნეს ლაშქარნი მისნი და იავარ-ყვეს და მოაოჴრეს ყოველივე საქართველო,
Line of edition: 29    შემუსრეს და დაარღჳვეს წმიდა კათოლიკე ეკლესია მცხეთისა, და მიიწივნეს
Line of edition: 30    
მუნით ქუაბთა-ჴევს, და შეიპყრეს მუნ მყოფნი კაცნი, მამანი და დედანი, მღდელნი და
Line of edition: 31    
დიაკონნი და მონაზონნი, და შეამწყუდიეს ტაძარსა წმიდისა ქუაბთა-ჴევისა ღ(მრ)თის-მშობელისასა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.