ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 329

Page of edition: 329  Line of edition: 1    და შეუგზნეს ცეცხლი შინაგან ეკლესიისა და დაწვეს რომელიცა იყოფებოდეს
Line of edition: 2    
ეკლესიასა მას შინა და ვიდრე დღეინდელად დღედმდე იხილვების შინაგან
Line of edition: 3    
იატაკსა ზედან წმიდისა ეკლესიისასა და დამწვარნი სახენი მათნი დღესაცვე ზედან
Line of edition: 4    
სხენან.

Line of edition: 5    
და აღიყარნეს მუნითგან და წარვიდენ \ ზედა და, სადაცა ვინ იხილეს კაცნი და
Line of edition: 6    
შენობა, მოსრეს და აღაოჴრეს ყოველივე. და მიიწივნეს რუის[ს]ა და მოიცვეს იგიცა,
Line of edition: 7    
და იავარ-ყვეს და ეკლესია წმიდისა ღ(მრ)თაებისა ძირითურთ აღმოფხურეს, და მოაოჴრეს.

Line of edition: 8    
ყოველივე ქუეყანა.

Line of edition: 9    
და წარმოვიდეს მუნითგან, და ჩამოვლეს \ კახეთი და იგიცა აღაოჴრეს და დაწვეს
Line of edition: 10    
და წარვიდეს.

Line of edition: 11    
და იყო მუნ ჟამ რაოდენმე, ხოლო წარვიდა მუნითგან და მივიდა შაქის. და
Line of edition: 12    
მიერთნეს ყოველნივე მკჳდრნი მის ადგილისანი, დიდებულნი და მცირენი, კავკასიანნი
Line of edition: 13    
და ლეკნი, შირვანელნი და გილან-მაზანდარელნი.

Line of edition: 14    და თანა ჰყვა მეფე ბაგრატ, ტყუედ პყრობილი. და კუალად ღონე-ჰყოფდა ლანგ-თემურ
Line of edition: 15    მიქცევად მეფისა ბაგრატისა რჯულსა ზედა მაჰმადისასა ლიქნითა და მრავალთა
Line of edition: 16    
ნიჭთა ქადებითა. მაშინ გულისჴმა-ჰყო წინააღრჩევით მეფემან ბაგრატ, და
Line of edition: 17    
მოიჴელოვნა განზრახვა ესევითარი, და მიჰყვა ნებასა მათსა არა გულითა ჭეშმარიტითა,
Line of edition: 18    
არამედ საქმისა ამისთჳს, რომელი წინამდებარემან სიტყუამან გაუწყოს, და \ მორჩილ
Line of edition: 19    
-ექმნა ლანგ-თემურს და მიიქცა რჯულსა ზედა მაჰმადისასა. მაშინ ლანგ-თემურ განიხარა
Line of edition: 20    
სიხარულითა დიდითა, და შეიტკბო მეფე ბაგრატ და პატივ-სცა დიდად, და
Line of edition: 21    
ძუძღუნა საბოძვარი და შესამოსელი საჴელმწიფო, საგებელ-სახ\ურავი, მსგავსი სიდიდისა
Line of edition: 22    
მათისა, დიდად ითჳსა და მრავალსა კეთილს-უყოფდა. მაშინ მრავალთა ქართველთა
Line of edition: 23    დაუტევეს რჯული თჳსი და მივიდეს რჯულსა ზედა მაჰმადისასა.

Line of edition: 24    ხოლო მაშინ დიდად მწუხარე იყო მეფე ბაგრატ და იტყოდა გულსა შინა თჳსსა:
Line of edition: 25    
"არა ვსცე ძილი თუალთა, არცა განსუენება ჴორცთა ჩემთა, ვიდრემდის არა ვიძიო
Line of edition: 26    
მათ ზედა შური", და საქმე ღმერთსა მიანდო. და უმეტესადღა ზრუნვიდა დატევებისა
Line of edition: 27    
რჯულისა თჳსისათჳს და მიდრეკისა ქართველთათჳს. მაშინ მოიპოვა ღონე ესევითარი:
Line of edition: 28    
ვინათგან დიდად სარწმუნო უჩნდა ლანგ-თემურს და მორჩილობდა სიტყუასა მეფის
Line of edition: 29    
ბაგრატისასა, და ჰრქუა ლანგ-თემურს: "ვინათგან ვსცან კეთილად სიმტკიცე რჯულისა
Line of edition: 30    
შენისა, აწ მეცა მოქენე ვარ, რათამცა სრულიად მორჩილ ვყვნე რჯულისა
Line of edition: 31    
თქუენისა მკჳ\დრნი საქართველოსანი სრულიად. უკეთუ გნებავს მოქცევა მათი სჯულსა
Line of edition: 32    
თქუენსა ზედა, აწ მომეც სიმრავლენი სპათა თქუენთანი, და წარვალ თემთა და სამეფოთა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.