ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 336

Page of edition: 336  Line of edition: 1    მივიდა ლანგ-თემურისა თანა. მაშინ შეიწყალა ლანგ-თემურ და მისცა ხალათი და
Line of edition: 2    
უყო წყალობა. და მოუვიდეს გარემონი თავადნი სომხითისა, სამცხისა და კარისა[ნი].

Line of edition: 3    
და რა სცნა ესე მეფემან გიორგი, წარმოავლინა ძმა თჳსი კოსტანტინე ძღუნითა
Line of edition: 4    
მრავლითა და მიუმცნო სიტყუა მდაბალი მორჩილებისა. და იამა დიდად ლანგ-თემურს
Line of edition: 5    და შეიწყალა. და წარვიდა მუნითგან მჴარესა მას ქურთისტანისა სადა დაიპყრა ქურ-
Line of edition: 6    თისტანი.

Line of edition: 7    
და მაშინცა არავე დააცხრო ბოროტმან ამან გულისწყრომა თჳსი ქართლსა ზედა
Line of edition: 8    
და სწადოდა ქუეყანა გასათათრებელად, და იგონებდა ძჳრსა და ბოროტსა ქართლისათჳს
Line of edition: 9    და უფროსად მეფის გიორგისათჳს, ჯავრისა მისთჳს, რომელი უყო მეფემან
Line of edition: 10    
ბაგრატ. ხოლო წარმოგზავნა პირველად პატრონი შირვანისა სახელად შიხ ბარაიმ.

Line of edition: 11    
ესე წარმოგზავნა, რა\თა შეიტყოს გამოსავალი საქართველოსი გლეხისა და ბეგარა
Line of edition: 12    
და სარგო მეფისა \ გიორგისა. და თჳთცა წარმოვიდა და მოვიდა კარს.

Line of edition: 13    
და რა სცნა ესე გიორგი მეფემან, წარმოუგზავნა კაცი იგი, სახელად ესაია,
Line of edition: 14    რომელი იყო თავადი სომხითისა, და მოუმცნო ესრეთ, ვითარმედ: "რომელიცა
Line of edition: 15    
პირობა მოგჳცემია, ყველა აღგჳსრულებია და ურჩობა არა გჳქმნია რა, და რომელსაცა
Line of edition: 16    
ამიერითგან გჳბრძანებთ, არა ურჩ გექმნებით. და აწ ისმინეთ აჯა ჩუენი და
Line of edition: 17    
შეიწყალეთ ქუეყანა ესე ჩუენი, ნუ მოხვალ და ნუცა წაახდენთ ქუეყანასა ამას, რამეთუ
Line of edition: 18    
მოსავლისა პირი არის რა, თუ ახლა თქვენ მოხვალთ, წაჴდება სულად ქუეყანა ესე".

Line of edition: 19    
რამეთუ თავადი ესე ესაია იყო ყმა მეფისა გიორგისა, წარგზავნა ესე და თეშქაშიცა
Line of edition: 20    
გაატანა მეფემან.

Line of edition: 21    
და რა მიართუა \ ფეშქაში, არა აღიღო ლანგ-თემურ, რამეთუ სწყრებოდა ფრიად,
Line of edition: 22    
და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ: "უკეთუ გინდა წაუჴდენლობა ქუეყანისა ამის, მოდი
Line of edition: 23    
ჩემ თანა და გათათრდი, და თუ გათათრდები, არცა გთხოვ \ ხარკსა და მოგცემ ჴელშეუალად
Line of edition: 24    
ქუეყანასა მაგას და სხუასაცა მრავალსა საბოძვარსა. და უკეთუ არა გათათრდები,
Line of edition: 25    
დაიდევ ხარკი ჩემი და მოდი ჩემ თანა და მოგცემ ქუეყანასა მაგას. და, როგორც
Line of edition: 26    
განუტევე შვილი კეისრისა, ეგრეთვე შენცა არას გავნებ და განგიტევებ მშჳდობით,
Line of edition: 27    
რამეთუ იგიცა შენის სჯულისა იყო. და უკეთუ არა მოხვალ, დავასრულებ ჯა[ვ]რსა
Line of edition: 28    
ჩემსა შენ ზედა და ქუეყანასა შენსა ზედა, ანუ დავასრულო ცხოვრება შენი და ქუეყანაცა,
Line of edition: 29    
და უკეთუ მოხვიდე, მიფიცავს თავსა მაჰმადისასა, რამეთუ უკეთესი პატივი
Line of edition: 30    
მოგცე შენ კეისრისაგან და მშჳდობით განგიტევო, და უკეთუ არა, მიეცნენ ძენი და
Line of edition: 31    
ასულნი შენნი ტყუეობად".




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.