ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 342

Page of edition: 342  Line of edition: 1    დარბეულ იყო ქართლ დიდისა თემურის უკანის, შენობა და გამოსუენება [იყო].

Line of edition: 2    
ამას ჟამსა შინა არა იყო ხარაჯა, არცა მალი \ ქართლსა შინა, არამედ განთავისუფლდეს
Line of edition: 3    
ყოველნი სამყოფნი და არენი ქართლისანი მონებისაგან თურქთასა. ესე მეფე
Line of edition: 4    
ბაგრატ იყო მორჭმული სახელოვანი. ამასა ჰქონდა ქართლი, სომხითი, და ჰმონებდენ
Line of edition: 5    
პატიახშნი ლორისა, კახეთისა, შირვანისა და სამცხისა, და ჰყვეს იმერელნი, ოდიშარნი,
Line of edition: 6    გურიელნი, აფხაზნი, ჯიქნი, სუანნი, მთიულნი კავკასიანნი.

Line of edition: 7    
\ ამას შინა უკუდგნეს დადიანი, გურიელი და უკუიტანნეს ოდიშარნი და აფხაზნი,
Line of edition: 8    შეიყარნეს ერთად და არღარა. მსახურებდეს ბაგრატ მეფესა. იწყინა მეფემან და შეიყარა
Line of edition: 9    
და მივიდა და დადგა ცხენისწყალზედა; იქით ისინი მოდგეს რაზმითა და შეიბნეს.

Line of edition: 10    
იპრიანა ღმერთმან და გაიქცნენ დადიანი, ოდიშარნი, დაჴოცეს და დაატყუევეს და
Line of edition: 11    
ამოსწყჳტნეს ქართველთა, მიჰყვნეს თანა, ჩაუდგნენ შინა, დაწვეს და დააქცივეს ციხენი,
Line of edition: 12    
სიმაგრენი. მობრუნდეს გამარჯუებულნი და წარმოიყვანეს თანა ტყუე, მძევალი ამაზედ
Line of edition: 13    
არღარა ჰქონდა თავი ჴელთა მეფესა.

Line of edition: 14    
შეიყარა ყაენი უზუნ ასან, მოვიდა სომხითს, და მეფე ლიხთ იქით იყო, ქართველნი
Line of edition: 15    თან იახლნენ. მოადგეს ბარათიანთა და ორბეთისა ძირსა. დიდად კარგად
Line of edition: 16    
დახუდეს ბარათიანნი. დამაგრდენ და ვერა უყვეს რა. მოვიდეს ტფილისსა და აღიღეს.

Line of edition: 17    
და თჳთ ყაენი მუხრანს დადგა. აღივსო ქართლი ლაშქრითა, მოაოჴრეს სრულიად
Line of edition: 18    
ქართლისა ადგილი. იჴმნა ყაენმან ბარათიანნი, მიინდვნა, ნახნა და შეიწყალნა, მოსცნა
Line of edition: 19    
მრავალნი და აღავსნა პირთამდინ. ამას ზედან ღმერთმან იპრიანა, იწყინა ამოწყუეტა
Line of edition: 20    
საქრისტიანოსა, შეედვა ყაენსა სენი სასიკუდენე, აიყარა და წარვიდა, და გამოუშუნა
Line of edition: 21    
ბარათიანნი შეწყალებულნი და უბოძნა მრავალნი მოსაცემელნი.

Line of edition: 22    
ამაზედა კოსტანტინე წარვიდა თათრებშიგან, და სხუამან ვერავინ გაბედნა ქართველმან
Line of edition: 23    დარბაისელმან წარსვლა თათრებშიგან და ბატონის ხლება, -- დიდად ერთგულად
Line of edition: 24    
და კარგად იყვნენ \ ბარათას შვილნი. იგინივე წარყვნეს თანა და მსახურეს.

Line of edition: 25    
იპრიანა ღმერთმან და მოკუდა ყაენი. დააგდეს თათართა ტფილისი და სომხითი,
Line of edition: 26    და დაიჭირა მეფემან ბაგრატ. ჩაუჴდეს ბარათიანნი, დაიფორაქეს \ ელი და დაჴოცეს მრავალი
Line of edition: 27    
თათარი ყაენისაგან შეწყალებულნი.

Line of edition: 28    
მას უკანის დაჯდა ყაენად ასანბეგის შვილი იაღუბეგ.

Line of edition: 29    ამას შინა გამოჴდა ხანი და სოფელმან თჳსი ბეგარა არ და\იკლო და მიიცვალა
Line of edition: 30    
მეფე ბაგრატ რაჭას, იყო დიდი გლოვა და მწუხარება სამეფოსა ზედა. აღიღეს და
Line of edition: 31    
დამარხეს გელათს, მათსა სამარხოსა შიგან.






This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.