ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 343

Page of edition: 343  Line of edition: 1    მეფე კოსტანტინე. ო~ზ


Line of edition: 2    ხოლო შემდგომად გარდაცვალებისა ბაგრატისა დაჯდა მის წილად ძე მისი
Line of edition: 3    
კოსტანტინე, ქრისტეს აქათ ჩ~უჲა. ამას ჟამში იყო კათალიკოზი დავით. და მეფობდა
Line of edition: 4    
მეფობითა კეთილითა და არღარა იყო წყენა თათართაგან. მოიმორჩილნა იმერელნი,
Line of edition: 5    ოდიშარნი, აფხაზნი, ესახურებდა ათაბაგი და მორჩილებდეს კახნიცა. არა სადა იყო
Line of edition: 6    
წყენა ქრისტიანეთა: \ იყო მოსუენება და დაწყნარება.

Line of edition: 7    
მერმე, ვითარცა წესი არს და ჩუეულება ეშმაკისა, აღძრნა ეშმაკმან, მოძულემან
Line of edition: 8    
კეთილისამან, თათარნი ქრისტიანეთა ზედან. და შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ თურქმანთა
Line of edition: 9    და მომართეს სამცხეს. მოვიდეს და მოადგეს ტაშირზედა. მოუმცნეს \ მეფესა
Line of edition: 10    
ქართლისასა, რათა ქუემოთ ქართველნი შეუჴდენ სამცხესა. და აახლო ყაენმანცა ერთი
Line of edition: 11    
თავადი და მისი ლაშქარი. ჩაუდგეს სამცხეს და იავარ ყვეს ქუეყანა მათი. მოადგეს
Line of edition: 12    
ციხესა ახალციხესა, ბრძოდეს დიდხანს და ვერღარა დაუდგნა სიმაგრემან, გატეხეს და
Line of edition: 13    
დაწვეს ქალაქი და დაიპყრეს ჴელთა მესხნი დარბაისელნი ციხოვანნი.

Line of edition: 14    
და მერმე აიყარნეს და მოაიგნენ ციხესა და ქალაქსა აწყუერისასა. ეზრახნეს
Line of edition: 15    
ციხოვანთა და უჴადეს მშჳდობა და არა დაქცევა საყდრისა და ციხისა, ამას ზედა გამოვიდნენ
Line of edition: 16    
და მიენდვნენ.

Line of edition: 17    
ამას შინა ბრძანა ყაენმან, რათა სომხითი მოარბიონ, ბარათაშვი\ლი გაუძახა და
Line of edition: 18    
მისი უკეთესი ლაშქარი მალვით მივიდეს და დაესხნეს შეუგებრად დმანისს და ქუეშის
Line of edition: 19    ჴევსა და წარმოიღეს ტყუე, ალაფი უამრავი, გავარდა ჴმა ბარათიანთა, გარდაუდგეს.

Line of edition: 20    
წინა ცოტას ლაშქრითა. იპრიანა ღმერთმან და ასრე გაემარჯუათ, რომე ერთისა ქართველისაგან
Line of edition: 21    ასი და ორასი მოიკლა. დაჴოცეს და ამოსწყჳტეს \ და დაატყუევეს და
Line of edition: 22    
ცოტა რამე გარდმოეხუეწნეს ცხენ-კეთილნი. და თავად კარგი კარგად იყო სულხან
Line of edition: 23    ბარათასშვილი. ერთი ასეთი დარბაისელი მოკლა, ყაენის კარზედ მისთანა არა იყო,
Line of edition: 24    
და სხჳს დანაჴოცის ანგარიში არა იქმნებოდა, და რანიცა გარდაიხუეწნეს, მივიდეს
Line of edition: 25    
ყაენთანა. ერთობ ეწყინა და დაუმძიმდა ლაშქართა ამოწყუეტა. ამაზედ აიყარა ყაენი,
Line of edition: 26    
წარვიდა და დაატყუევა აწყუერისა ღმრთისმშობელი, მოქალაქენი და, რანიცა ციხესა
Line of edition: 27    
შიგან იყო, დიადი სული წაასხეს. და წავიდა ყაენი თჳსსა საყაენოსა.

Line of edition: 28    
ამას შიგან გამოჴდა ც\ოტა ხანი, და გამოგზავნა ყაენმან ხალიბეგ და დაუწყო
Line of edition: 29    
შენობა ქაოზიანსა და არჯაყალის ციხესა. იწყინეს ბარათიანთა და არა დაანებეს:



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.