ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 350

Page of edition: 350  Line of edition: 1    ხოლო ამან ძემან ალექსანდრესმან კოსტანტინე შვა ხუთნი ძენი. სახელები მათ
Line of edition: 2    
ხუთთა ესე არს: უხუცესსა დავით, გიორგი, ბაგრატ, ალექსანდრე და მეხუთესა მონაზონი
Line of edition: 3    
მელქისედეკ, რომელი იყო კათალიკოზი კათოლიკე მცხეთისა. და მოკუდა კოსტანტინე
Line of edition: 4    ქრისტეს აქათ ჩ~ფდ.



Line of edition: 5    დავით მეფე


Line of edition: 6    
და დაჯდა ძე მისი დავით მეფედ. ამ ჟამში წარმოგზავნა ხონთქარმან სპასპეტი
Line of edition: 7    
თჳსი ლაშქრითა თჳსითა უამრავითა საქართველოსა ზედა ქრისტეს აქათ ჩ~ფიდ, და
Line of edition: 8    
ააოჴრეს სამცხე; ჩამოვიდეს იმერეთს და დაწვეს ქუთაისი. და მივიდეს გელათსა და
Line of edition: 9    
დაწვეს გელათი, \ და აღიღეს ალაფი მრავალი, და ვერღარა დაუდგა ბაგრატ მპყრობელი
Line of edition: 10    
იმერეთისა. და წარვიდენ და შეიქცენ თჳსდავე ადგილსა. და შემდგომად შექცევისა
Line of edition: 11    
მათისა ჩამოვიდა ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა და დაიპყრა კუალად იმერეთი.

Line of edition: 12    ხოლო ეპყრა კახეთი ალექსანდრესა. და იყო კაცი კეთილი და ესუა ორი ძე. და
Line of edition: 13    
ძემან მისმან უხუცესმან გიორგი უღალატა მამასა თჳსსა ალ\ექსანდრეს ჭალასა შინა
Line of edition: 14    
საფურცლისასა და მოკლა მამა თჳსი, და ძმასა თუალები დასწვა, და ამიერითგან
Line of edition: 15    
უწოდეს ავ-გიორგი, და იქმნა პატრონი კახეთისა.

Line of edition: 16    ხოლო იყო მეფე ქართლისა დავით, და ამის ჟამში იყო კათალიკოზი ბასილი.

Line of edition: 17    და მოკუდა ბასილი, და დაჯდა კათალიკოზი დორათეოს. და იყო ესე დავით კაცი
Line of edition: 18    
ლმობიერი, მშჳდი და მოშიში ღმრთისა.

Line of edition: 19    
და აღდგა ავ-გიორგი დავითზედა და ვერღარა დაუდგა დავით: საზღვრამდის იმერეთისამდე
Line of edition: 20    მოარბევდის ქართლსა მრავალგზის. და თჳთ მეფე დავით შეამწყუდია
Line of edition: 21    
ციხესა ატენისასა, მრავალდღე ბრძოდა, და ვერ წაუღო ციხე და მიიქცა თჳსდავე
Line of edition: 22    
ადგილსა. მაშინ რქუეს ძმათა დავით მეფესა ესრეთ ვითარმედ: "მამათა ჩუენთა კახეთი
Line of edition: 23    მიუღეს და აწ ქართლისაცა ჰნებავს მიღება, აწ ჩუენცა აღვდგეთ მის ზედა და ვბრძოდეთ
Line of edition: 24    
მათ ხოლო მეფემან დავით არა ინება. მაშინ თქუა ძმამან მისმან უმრწემესმან
Line of edition: 25    
ბაგრატ: "მომეც მე მუხრანი საუფლისწულოდ ჩემდა და დროშა, დარაჯად ჩემდა იყოს
Line of edition: 26    
ერისთავი ქსნისა და ჴეობა არაგჳსა, და შევიწიო ძალი ქრისტესი და თემიცა მისი
Line of edition: 27    
\ იავარ ვყო". უსმინა ძმამან მისმან დავით მეფემან და მისცა ყოველი თხოვილი მისი.

Line of edition: 28    
მოვიდა ბაგრატ და აღაშენა ციხე მტუერისა, რომელ არს ციხისძირის თავსა, და
Line of edition: 29    
დადგა მუნ.

Line of edition: 30    
ხოლო, რაჟამს სცნა პატრონმან კახეთისამან ავ-გიორგი, იჴმო სპა თჳსი, რაოდენ
Line of edition: 31    
ძალ ედვა, ძალითა თჳკლითა წარმოემართა და მიადგა მტუერის ციხესა, ადგა
Line of edition: 32    
ვიდრე სამ თუემდე. მერმე მიუვლინა კაცი ერთი ავ-გიორგი და გაუგზავნა ღჳნო
Line of edition: 33    
ერთითა საღჳნითა და შეუთუალა, ვითარმედ: "ძე ხარ მეფისა, ნუ უკუე უღჳნობითა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.