ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 355

Page of edition: 355  Line of edition: 1    საქმე მისი: უბრძანა, რაცა გნებავს მოგცეო. მაშინ ჰყვანდა ლანგ-თემურს
Line of edition: 2    შამელნი დედაწულნი მრავალნი სულნი და სთხოვა შისმან სიმრავლენი მათნი სიტყჳთა
Line of edition: 3    
ესევითარითა, ვითარმედ: შამელნი," რომელნი ტყუედ გიყოფიეს, ესენი არიან
Line of edition: 4    
მუსურმანი; არა არს ბრძანებული მაჰმადისა, ვითარმედ მუსურმანი ტყუე ყოს მაჰმადიანმან.

Line of edition: 5    
ესენი მომეც, რათა თავისუფალ ვყო". მაშინ ისმინა ვედრება შიხისა ლანგ-თემურ
Line of edition: 6    და მისცა ყოველი დედაწული და ტყუენი იგი, და უბოძა არდაველი ქალაქი
Line of edition: 7    
და გარემო სანახები არდაველისა ყოველივე მისი.

Line of edition: 8    
ხოლო შიხმან განათავისუფლნა ტყუენი შამისანი: რომელიმე დადგა თჳსთა თანა
Line of edition: 9    
და რომელიმე წარვიდა ქუეყანასა შამისასა. ხოლო
Line of edition: 10    
გარდაცვალებასა ლანგ-თემურისასა ქუეყანა ერანისა თჳთოეულად განიყვნენ,
Line of edition: 11    
და დაიპყრეს მას ქუეყანისა მთავართა თჳთოეულად და რომელიმე \ ამბავი მათი
Line of edition: 12    
ცხოვრებასა სპარსთასა ვრცელად \ წერილ არს.

Line of edition: 13    
ხოლო ესე შიხი იყო არდაველს და იყო ბრძოლა ყოველსა სპარსეთსა შინა.

Line of edition: 14    
ხოლო ამა შიხის შვილისშვილი მპყრობელმან შირვანისამან მოკლა. დარჩა ძე
Line of edition: 15    
ერთი და მან იპერა არდაველი და იგიცა უკეთურებისათა თჳსითა მოიკლა, რომელი
Line of edition: 16    
სპარსთა ცხოვრებასა შინა ვრცელად წერილ არს.

Line of edition: 17    
დარჩა ძე ყრმა თჳსი შჳდისა წლისა შაჰ-ისმაელ. და დაუწყეს დევნა სასიკუდინედ
Line of edition: 18    
მეფემან თავრიზისამან. ხოლო შაჰ-მლუ რომელიმე იყვნენ და წარიყვანეს და დამალეს.

Line of edition: 19    
და, რაჟამს მოიწიფა, მოიყვანეს, და დაიპყრო სამეფო თჳსი არდაველი და მიერითგან
Line of edition: 20    
დაუწყო ბრძოლა ყოველთავე და ყოველივე სპარსეთი დაიპყრო.



Line of edition: 21    მეფე ლუარსაბ


Line of edition: 22    
ჟამსა ამას მონაზონ იქმნა მეფე ქართლისა გიორგი, და არა დარჩა ძე თჳსი,
Line of edition: 23    
და მისცა მეფობა ძმიწულსა თჳსსა ლუარსაბს, კაცსა ღმრთის-მოყუარესა, მტერთა
Line of edition: 24    
ურჯულოთა მომსრველსა და წყობათა შინა უშიშსა, ქრისტეს აქათ ჩ~ფმბ.

Line of edition: 25    
და ჟამსა ამას მონაზონ იქმნა ბაგრატცა, მპყრობელი მუხრანისა, და დარჩა
Line of edition: 26    
ოთხი \ ძე: ვახტანგ, ერეკლე, არჩილ და აშოთან.

Line of edition: 27    და დაიპყრა ქუეყანა ქართლისა ლუარსაბ. მას ჟამსა იყო კათალიკოზი გერმანე,
Line of edition: 28    ტფილელი დომე[ნ]ტი, მროველი გედევან
Line of edition: 29    რაჟამს დაიპყრა ქუეყანა სპარსისა შაჰ-ისმაელ, ეწადა მოსვლა ქუეყანასა ქართლისასა
Line of edition: 30    და მოვიდა აღჯაყალას.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.