ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 358

Page of edition: 358  Line of edition: 1    და ყუარყუარეს, შვილისა ქაიხოსროსათჳს ხუანთქარს მოეცა ლაშქარი დიდი,
Line of edition: 2    
სპასპეტად გამოეგზავნა მუსტაფა ფაშა და გამოეტანებინა ზარბაზანი დიდროანი და
Line of edition: 3    
მოვიდნენ ზემო ქართლსა.

Line of edition: 4    და რა სცნა ბაგრატ, შემთუალა გურიელსა, და მოვიდა გურიელი და ეწყუნენ
Line of edition: 5    
სპასა ხუანთქრისასა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და იოტნეს ბანაკნი ოსმალთანი და
Line of edition: 6    
მოსრნეს და ივლტოდეს ოსმალნი. და მოკლეს \ მუსტათა ფაშა და დარჩათ საგანძური
Line of edition: 7    
და თოფები მათი.

Line of edition: 8    
და შემდგომად ამისა წარვიდნენ ხონთქართანა ოთარი შალიკაშვილი და ქაიხოსრო
Line of edition: 9    ყუარყუარეს შვილი, და დიდად დაუმძიმდა ხუანთქარსა დამარცხება ჯარისა თჳსისა და
Line of edition: 10    
გამოუსია აზრუმისა დადიარბექირის ფაშა და ჯარი ურიცხჳ.

Line of edition: 11    
და რა ესმა ბაგრატს მპყრობელსა იმერეთისასა დაჰპატიჟა მეფესა ქართლისასა
Line of edition: 12    ლუარსაბს და დადიანსა და გურიელსა.

Line of edition: 13    ხოლო მეფესა ქართლისასა ლუარსაბს დაღაცათუ არავინ ეშუელებოდა უსჯულოთა
Line of edition: 14    
ზედა, არამედ თჳთ \ რაოდენ ძალ-ედვა არა დაზოგის თავი და წარვიდის და მიეშუელის,
Line of edition: 15    
რამეთუ ეძჳნებოდა საქართველოსათჳს, ვითარცა მამასა შვილთათჳს, და შეიყარა
Line of edition: 16    
სპა თჳსი და წარვიდა ბაგრატთანა.

Line of edition: 17    მაშინ ბაგრატს არა შემოეყარა დადიანი, და მოსულიყო გურიელი ჯარითა
Line of edition: 18    
თჳსითა და შემოეყარნენ იმერელნი და მესხნი. და ხუანთქრის ჯარიც მოსრულიყო
Line of edition: 19    
\ ბასიანს და მივიდნენ ესენიცა.

Line of edition: 20    
მაშინ ქართველთ მოინდომეს მეწინავეთ მისვლა და მესხთა არა თავს-იდვეს საქმე
Line of edition: 21    
ესე ამისთჳს, რომე პირველადცა ჩუენ ვყოფილვართ და რიგი გუაქუს მეწინავეობისაო,
Line of edition: 22    
და აწცა მართებულია, რომ ჩუენ ვიყვნეთ.

Line of edition: 23    
ხოლო ქართველთა არა უსმინეს და მიეტევნეს, ქრისტეს აქათ ჩ~ფმე. და იქმნა
Line of edition: 24    
ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე, და მესხთა, წინა მისვლისათჳს ქართველთა,
Line of edition: 25    ადრიკეს ზურგი და არა მიჰყვნენ ქართველთა. და მოკლეს ძე გურიელისა ქაიხოსრო.

Line of edition: 26    და შემუსრეს ყოველი საჭურველი და საომარი ქართველთა, და არღარა ჰქონდათ
Line of edition: 27    
საბრძოლველი და დამარცხდა ჯარი საქართველოსი, და ივლტოდენ და წარვიდენ
Line of edition: 28    
ყოველნივე თჳს-თჳსად. და წარვიდა ბაგრატ იმერეთს და მეფე ლუარსაბ ქართლისა.

Line of edition: 29    და მაშინ ჩამოდგნენ ურუმნი და, რომელიცა შეიპყრეს, სრვიდენ უწყალოდ. და
Line of edition: 30    
წარვიდა გურიელი თჳსად სამყოფად \ და ყოველ[ნ]ივე თჳს-თჳსად წარვიდენ.

Line of edition: 31    
ხოლო ურუმნი დადგნენ სამცხეს და დაიპერეს ციხეები სამცხისა განზრახვითა
Line of edition: 32    
ოთარ შალიკაშვილისათა. ესრეთ ეტყოდა ოთარი: "უკეთუ დაიპყრობთ სიმაგრეთა
Line of edition: 33    
სამცხისათა, ესე ქუეყანა მკჳდრად თქუენდა იქმნებისო".

Line of edition: 34    
და ჟამსა ამას შიგან მესხთა ათაბაგ ყვეს ქაიხოსრო ძე ყუარყუარესი. და დაემძახლა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.