ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 364

Page of edition: 364  Line of edition: 1    ხოლო ამას ჟამსა შინა მოიპოვა ღონე ესე შაჰ-თამაზ: ეზრახა ათაბაგს ქაიხოსროს
Line of edition: 2    და სთხოვა ცოლად ტომისაგან თჳსისა. ხოლო ათაბაგს თჳსი არა ჰყვანდა რა,
Line of edition: 3    
და ენათესავებოდა ოთარი შალიკაშვილი ათაბაგსა, ამისთჳს ნებამყოფლობით გამოართუა
Line of edition: 4    
ქალი და ნათესავად თჳსად გაუგზავნა ყაენს და ყაენმან შეირთო ცოლად.

Line of edition: 5    
და რაჟამს შეირთო, ესე იყო საყუარელ ყაენისა, შეიქმნა წყობა შაჰ-თამაზსა და
Line of edition: 6    
ათაბაგს შუა. რა სცნა ლუარსაბ\ მეფემან ათაბაგის შაჰ-თამაზის დამორჩილება, ეზრახა
Line of edition: 7    
ლუარსაბ იჯუსა და შერმაზენს, შეიყარა ესენი და მიუჴდა ათაბაგს ქაიხოსროს, და
Line of edition: 8    
წაუღო თემი მრავალი და აუოჴრა. ხოლო ქაიხოსრომ მიუწერა შაჰ-თამაზს, ვითა:
Line of edition: 9    
"მოვიდა მეფე ლუარსაბ და ააოჴრა ქუეყანა ჩემი, და ისკანდარ ფაშა აზრუმისაც მომავალი
Line of edition: 10    
არის".

Line of edition: 11    
რა სცნა ესე შაჰ-თა\მაზ, შაქისი რომ დაიპყრა, ჯარი ისევ ჰყვანდა მოუშლელად,
Line of edition: 12    
წარმოემართა. და მოეგება ათაბაგი ქაიხოსრო წინა წარუძღუა და მიიყვანა სამცხედ.

Line of edition: 13    ხოლო შაჰ-თამაზ ძე მისი მირზა-ისმაილ გაგზავნა კარსა. და მივიდა მირზა-ისმაილ
Line of edition: 14    და დაიპყრნა სიმაგრენი და ამოსწყჳტა კარი და, რაოდენნი ოსმალნი იყვნენ, განსდევნა.

Line of edition: 15    
და შევიდა სამცხეს შაჰ-თამაზ და დაიპყრა ციხენი და განასხნა ოსმალნი. და
Line of edition: 16    
რომელნიმე განდგომილნი ათაბაგისნი ციხესა შინა იყვნენ, აღიღო ციხე და ტყუე
Line of edition: 17    
ყვნა, და ეკლესია, რომელი იყო მას შინა, ააოჴრა, ხატნი და ჯუარნი დაამტვრივნა.

Line of edition: 18    
და რაჟამს სცნეს ომან და შერმაზან, შეშინდენ და მივიდნენ შაჰ-თამაზისა თანა, ივჯუზაცა
Line of edition: 19    მივიდა. და შეაბეზღეს ივჯუშ და შერმაზან შაჰ-თამაზს, ვითარმედ ესენი არიან
Line of edition: 20    
უარისმყოფელნი თქუენნი. მოაკულევინა შაჰ-თამაზ ივჯუზ და შერმაზ. ან და მამული
Line of edition: 21    
მათი მისცა ათაბაგს ქაიხოსროს.

Line of edition: 22    \ და რაჟამს განაგო ყოველი საქმე ზემო ქართლისა. წარმოემართა მეფესა ლუარსაბზედა,
Line of edition: 23    ჩამოვლო თრიალეთი და მოაოჴრა და წარმოვიდა საბარათაშვილოზედა და
Line of edition: 24    
იგიცა ააოჴრა, მივიდა და მოადგა ციხესა ბირთჳსისასა. და დადგა ხანსა მცირესა
Line of edition: 25    
და, რა სცნა სიმაგრე ციხისა, ეზრახა ციხეს მყოფთა ბარათიანთა და აღუთქუა ნიჭი
Line of edition: 26    
და გამოინდო ისინი. ხოლო არღარა დაინდო: რომელნიმე ტყუე ყო და რომელნიმე
Line of edition: 27    
დაადგინნა თჳსსა მამულსა ზედა.

Line of edition: 28    
ხოლო მეფისა ლუარსაბისა ჩუეულება ესრეთ იყვის: უკეთუ ჰყვანდის ჯარი, პირდაპირ
Line of edition: 29    
არ დარიდის, რაგინდ რომ დიდი ჯარი იყვის, და, უკეთუ ჯარი არა ჰყვანდის,
Line of edition: 30    
დააცალოს და უყურებდის და, სადაც რომ დააჴელის თარეში, ანუ მცირე რამე ჯარი,
Line of edition: 31    
შემართის და ეწყჳს, და ბრძოდა ძლიერად და ამოსწყუეტდა მცირითა კაცითა ფრიადსა
Line of edition: 32    
ჯარსა თათართასა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.