ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 367

Page of edition: 367  Line of edition: 1    და მაშინღა დაემძახლა მეფე სჳმონ კახს ბატონსა ლევანსა. და მოსცა ბატონმან
Line of edition: 2    
ლევან ქა\ლი თჳსი, ნაშობი შამხლის ქალისაგან, და ყვეს ქორწილი სახელოვანი.

Line of edition: 3    
და იყვნენ წელსა ხუთსა განსუენებით. და დაიპყრა საქართველო და პატრონობდა
Line of edition: 4    
კეთილად.

Line of edition: 5    
ამისა შემდგომად იწყო ამანცა მტერობა. შემოიყარა სპა თჳსი და ჩამოვიდა ციხედიდს.

Line of edition: 6    და მიუმცნო ცოლის ძმასა თჳსსა კახ-ბატონიშვილს გიორგის, ითხოვა მისგან
Line of edition: 7    
შეწევნა. და მოვიდა გიორგი, ცოლის ძმა მისი, და შემოეყარა ციხედიდს.

Line of edition: 8    მაშინ სცნეს სპარსთა და წარმოვიდეს მსწრაფლ იდუმალ რამეთუ მაშინ ხუნანი,
Line of edition: 9    [ღვინჭრობი] და ვაშლოვანი, და თელეთები აოჴრებული იყო, მოვიდნენ და დადგნენ
Line of edition: 10    
იაღლუჯას. მუნითგან წარმოვიდნენ იდუმალ. რამეთუ მაშინ ტფილისის ციხე თათართა
Line of edition: 11    ეპყრა და მათ არა განთქუეს, და ღამე წარმოვიდენ. და ვერა აგრძნა მეფემან სჳმონ
Line of edition: 12    ამისთჳს, რომე ფარეშად გერმანოზის-შვილი ყარაულად იდგა მუხათგუერდს, და ის
Line of edition: 13    
ღამე აღდგომის ღამე იყო. და ასულიყო სოფელსა მუხათგუერდისასა ამისთჳს, რომ
Line of edition: 14    
აღდგომის სასწაულსა და წირვას გარდიჴდიდა და მერმე წარმოვიდოდა და გზის მცველად
Line of edition: 15    
დადგებოდა. ამაშიგან შემვლოთ ყიზილბაშთა, და ვერა ეგრძნა ფარეშადს, და
Line of edition: 16    
დაესხნეს მეფესა სჳმონს.

Line of edition: 17    მაშინ იქმნა ბრძოლა ძლიერი, ქრისტეს აქათ ჩ~ფო, რამეთუ იბრძოდეს ქართველნი
Line of edition: 18    მჴნედ და მეფე სჳმონ, და მაშინ მოიკლა ძე ბატონის ლევანისა გიორგი, და
Line of edition: 19    
მოსწყდა თავადნი და აზნაურნი და მრავალნი მსახურნი, და მოსწყდა ყიზილბაშნი
Line of edition: 20    ორი წილი. მაგრამ ბოლოს იძლივნეს ქართველნი, და ივლტოდა მეფე სჳმონ და
Line of edition: 21    
სპანი მისნი, ხოლო ყიზილბაშნი \ შეიქცენ გამარჯუებულნი, და წარვიდენ თჳსად.

Line of edition: 22    
და იქმნა გლოვა დიდი \ ძისათჳს ბატონის ლევანისა; და წარიღეს და დამარხეს სამარხოსა
Line of edition: 23    
თჳსსა ალავერდს. და რა იხილა ძმამან მეფის სჳმონისამან დავით საქმე ესე
Line of edition: 24    
(და ესე დავით იყო კაცი უღმრთო, მოყუარე სოფლისა, მეძავი და მემრუშე, რომლისა
Line of edition: 25    
გულსა არარა იყო ზრუნვა სულისა და ქუეყნისა ამის, თქმულ არს, ვითარმედ მამის
Line of edition: 26    
სიკუდილშიაც ერივაო, მეფის ლუარსაბისაშიაო) -- და ამან განცა ძმა და ქუეყანა თჳსი
Line of edition: 27    
და წარვიდა ყაენთან, და მივიდა შაჰ-თამაზთანა ყაზმინს, და გაჰყვნეს რომელნიმე
Line of edition: 28    
თავადნი აზნაურნი და მსახურნი, გათათრდა და უწოდეს დაუთხან. და მუნ დიდად
Line of edition: 29    
პატივ-სცა შაჰ-თამაზ, და უწოდა ძმად თჳსად, და ასწავლა სჯული მაჰმადისა. და გაგზავნა
Line of edition: 30    
ტფილისსა და რაოდენი ადგილი ეპყრა საქართველოსანი. და მოუმცნო სულთანსა
Line of edition: 31    
განძისასა შემწეობა მისი. და მოვიდა დაუთხან ტფილისსა, და დაიპყრა ტფილისი.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.