ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 368

Page of edition: 368  Line of edition: 1    ეძჳნებოდა მეფესა სჳმონს და ყოველსა საქართველოსა საქმე ესე შეიყარა ჯარი
Line of edition: 2    
მეფემან სჳმონ \ და წარვიდა დაუთხანზედა, ქრისტეს აქათ ჩ~ფჲჱ. და მოვიდა მეფე
Line of edition: 3    
სჳმონ დიღვამს; და რა სცნა დაუთხან, მოიცა ძალი ყაენისაგან და, რაოდენი ჯარი
Line of edition: 4    
ჰყვანდა ტფილისსა და გარეშემო საქართველოსნი, შემოიყარა და წარმოვიდა და
Line of edition: 5    
მოეგება წინა მეფესა სჳმონს დიღვამს. და ეწყუნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა
Line of edition: 6    
ძლიერი, და მოისრა დაუთხანის სპისაგან მრავალი. და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა
Line of edition: 7    
სჳმონს, და ივლტოდა დაუთხან და შევიდა ციხესა ტფილისისასა, და მოადგა მეფე
Line of edition: 8    
სჳმონ გარე, და დაიპყრა ყოველნივე გარემონი, და დადგა მრავალხან. და შეაწუხეს,
Line of edition: 9    
და ადგნენ ხანსა რაოდენსამე.

Line of edition: 10    
და რა შეწუხდა დაუთხან, გაგზავნა კაცი სარდალს უსეინ ბეგთანა ყარამანლუსა,
Line of edition: 11    და აუწყა შეწუხება თჳსი და ითხოვა მისგან შეწევნა. და რაჟამს ესმა უსეინ ბეგს,
Line of edition: 12    
მსწრაფლ წარვიდა. და ვერა სცნა მეფემან სჳმონ მოსვლა მისი, და შემოვიდა ციხესა
Line of edition: 13    
ტფილისისასა, დაუდვა იმედი დაუთხანს, განიხარა.

Line of edition: 14    
და რა სცნა სჳმონი, \ უკუ-ეცალა, და ავიდა ტაბაჴმელასა. და რა სცნა დაუთხან
Line of edition: 15    საქმე ესე, განლაღდა და განვიდა ბრძოლად. და ეწყუნეს ურთიერთას ტაბაჴმელას.

Line of edition: 16    შეიქმნა ბრძოლა ძლიერი. და გალომდა მეფე სჳმონ და ქართველნი, და მოსრეს სპა
Line of edition: 17    
დაუთხანისა \ ურიცხჳ და იოტეს ბანაკი მისი. და შემოადგა ციხესა მეფე სჳმონ და
Line of edition: 18    
შეაწუხა დაუთხან, და უზრახა სჳმონ მეფესა, რომელნი მას თანა ჰყვნეს ქართველნი,
Line of edition: 19    ხოლო მათ არა ინებეს მოსვლა მის თანა. და სცნა მეფემან სჳმონ სიმაგრე ციხისა
Line of edition: 20    
და უკუ-ეცალა.

Line of edition: 21    
და მიუმცნო დაუთხან შაჰ-თმაზს საქმე ესე. მაშინ მოუწერა შაჰ-თამაზ ჩერქეზსშამხალს
Line of edition: 22    სულთანსა შაქისასა, რათა წარვიდეს ლაშქრითა შაქელითა და ყარაბაღელისათა.

Line of edition: 23    და წარმოემართა შამხალ-სულთანი სპითა მრავლითა და მოვიდა ქართლად.

Line of edition: 24    რა სცნა სჳმონ მეფემან, შეიყარა სპა თჳსი და მოვიდა აწუფისს, და ისინი
Line of edition: 25    
მოვიდეს ფარცხისს. ხოლო წარვიდა კახაბერი ყორღანაშვილი და მიეგება განჯას და
Line of edition: 26    
მიერითგან მოუძღოდა იგი \ და ეტიკობდა. და ეძჳნებოდა ყიზილბაშთა მოსვლა ქართლად,
Line of edition: 27    და ამან ყორღანაშვილმან გაუადვილა და ესრეთ უთხრა: "სისხლი თქუენი ჩემსა
Line of edition: 28    
ქედსაო, უკეთუ გევნოსთო რამეო". და მან წარმოიყვანა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.