ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 371

Page of edition: 371  Line of edition: 1    და რა ესმა შაჰ-თამაზს სიკუდილი მისი, განწერა შაჰ-თამაზ და წარვიდა სამცხეს
Line of edition: 2    და დაუტევა კახეთი. და შევიდა სამცხეს, და მოაოჴრა და ამოსწყჳტა სამცხე და მრავალი
Line of edition: 3    
ბოროტი შეამთხჳა სამცხესა, და შემდგომად ამისსა შემოიქცა და წარმოვიდა.

Line of edition: 4    
მაშინ გაუგზავნა კაცი სულტანსა ოსმალისასა და მიუწერა ესრეთ: "ვყოთ მშჳდობა
Line of edition: 5    
ურთიერთას, რამეთუ \ სჯულითა ვართ მოსავნი მაჰმადისანი", რამეთუ მაშინ ბრძოლა
Line of edition: 6    
იყო მათ შორის. უსმინა სულტანმან და შერიგდენ. მაშინ განყვეს ქუეყანანი და დარჩა
Line of edition: 7    
სულტანს იმერეთი, ოდიში, გურია, ზემო ქართლი საზღვრამდე ქართლისა, და კარი
Line of edition: 8    
საზღვრამდე \ აბოცისა და ერვნისა, სომხითი, რომელსა აწ ქურთისტანად სახელსდებენ,
Line of edition: 9    
ვიდრე ბაღდადამდე. ხოლო შაჰ-თამაზს დაუგდო ქართლი კახეთი, ერევანი
Line of edition: 10    და ქურთისტანს აქათი. და მშჳდობა ჰყვეს ურთიერთას და მიერითგან იყო შაჰ-თამაზ
Line of edition: 11    მოსუენებით, აღარავინ უძლო მტერობად მისად, და იყო ხანსა რაოდენსამე
Line of edition: 12    
განსუენებით.

Line of edition: 13    
ხოლო ბატონმან ალექსანდრე გაუგზავნა ძე მისი კოსტანტინე და მრავალი
Line of edition: 14    
ძღუენი და თავის-მართლება შეუთუალა, რომე ძე ჩემი ერეკლე ჩემად უნებურად წავიდა
Line of edition: 15    
სტამბოლსო, და შეეხუეწა და წავიდა. ისმინა ვედრება ბატონის ალექსანდრესი, შესჯერდა
Line of edition: 16    
და წარვიდა ადგილსა თჳსსა.

Line of edition: 17    
და ხანსა რაოდენსამე შინა მოკუდა შაჰ-თამაზ და დაჯდა მის წილ ძე მისი
Line of edition: 18    
ისმაილ-მირზა. ამან გამოიყვანა მეფე სჳმონ ალამუტის ციხიდამე და მოიყვანა მის
Line of edition: 19    
თანა. და ესე ისმაილ-მირზა იყო კაცი მესისხლე და მრავალნი კაცნი დაჴოცნა. და
Line of edition: 20    
შეიძულეს ყიზილბაშთა და რჯულით სუნობასაც ეწამებოდენ, და ექუს თუეს იბატონეს
Line of edition: 21    
და მოკლეს. და დასუეს მის წილად ძმა მისი შახუდაბანდა. და ესე იყო შახუდაბანდა
Line of edition: 22    კაცი უღონო და თუალითა ბრმა, და ვერა იპყრა მეფობა ყიზილბაშთა წესისაებრ.

Line of edition: 23    
ამას ჟამსა შინა გამოვიდა ხონთქარის ჯარი, და თავრეზი, ერევანი, განჯა და
Line of edition: 24    
ყარაბაღი და ვიდრე სულთანიამდე დაიპყრეს ყოველივე ადგილი ადარბაგანისა. და



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.