ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 375

Page of edition: 375  Line of edition: 1    ურუმთა, ამოსწყჳტა და გაემარჯუა მეფესა სჳმონს და რომელიმე დაჴოცეს, რომელიმე
Line of edition: 2    
შეიპყრეს და რომელიმე ლტოლვილი წარვიდეს.

Line of edition: 3    
და მოვიდა მეფე სჳმონ გამარჯუებული ტფილისს, და შეიყარა \ სპა თჳსი, და მიადგა
Line of edition: 4    
დმანისს. რამეთუ მაშინ დმანისი ეპყრათ ურუმთა. და მოსრნა ყოველნივე დმანისს
Line of edition: 5    მყოფნი ურუმნი, და დაიპყრნა ყოველნივე გარემონი. და განასხნა ყოველნივე ურუმნი
Line of edition: 6    
საქართველოსაგან და თჳთ დაიპყრა, თჳნიერ ერთი გორისა და ლორის მეტი.

Line of edition: 7    
და წარვიდა მანუჩარ ათაბაგიცა თჳსსა ადგილსა და დაიჭირა ზემო ქართლი და
Line of edition: 8    
საათაბაგო და ვეღარ შესძინეს ურუმთა მოსვლად.

Line of edition: 9    
რამეთუ მას ჟამსა ყიზილბაშთ შაჰ-ხუდაბანდა ყაენი გარდაეგდოთ თავის ჴელმწიფობიდამე
Line of edition: 10    
თავის ყმათა,და მის წილად დაესუათ ძე მისი შააბაზ. და ამან შააბაზ
Line of edition: 11    დაიპყრა თავრიზი და, რაოდენი ადრაბაგანი იყო, ყოველივე დაიპყრა, თჳნიერ ერევნისა
Line of edition: 12    და ბაღდადისა.

Line of edition: 13    და ჟამსა ამას შინა გადიდდა მეფე სჳმონ და მოირჭმო ძლიერად. ყაენი აძლევდა
Line of edition: 14    
მრავალსა, და სხუაცა მრავალი ეშოვნა ომითა, და თავისის ქუეყნებიდამ შესდიოდა მრავალი,
Line of edition: 15    
და [მტერი] არღარა სადა ჰყვანდა, რამეთუ კახ-ბატონს \ მოესწრა ძე თჳსი და
Line of edition: 16    
ამასაც მოესწრა შვილები. ამისი შვილები და კახის ბატონის შვილი თჳთ ეყოდენ
Line of edition: 17    
ერთმანერთს და ნათესავნი იყვნენ ერთმანერთისა და, რათგან ორისავე ძენი ერთმანერთს
Line of edition: 18    
არას ეცილებოდენ და იყვნენ სიყუარულითა, მამებმაც მშჳდობა ყვეს და იყვნეს მოსუენებით
Line of edition: 19    
და თავის მამულის მჭირველნი მშჳდობით.

Line of edition: 20    
და ჟამსა ამას შინა მტერი აღარავინ ჰყვანდა მეფესა სჳმონს, განძლიერდა და
Line of edition: 21    
იწადა დაპყრობა იმერეთისა, შეიყარა სპა და გაემართა იმერეთსა ზედა.

Line of edition: 22    
ამას ჟამსა მომკუდარიყო პატრონი იმერეთისა გიორგი და ძე მისი კოსტანტინე
Line of edition: 23    გაბატონებულ იყო. იგიცა მომკუდარიყო და ძმა მისი ლეონ გაბატონებულიყო. დადიანს
Line of edition: 24    მანუჩარსა და იმას შუა მტერობა იყო. და ამა მანუჩარს ჰყვანდა კახი-ბატონის ალექსანდრეს
Line of edition: 25    ქალი ნესტან-დარეჯან, რომელი მიათხოვა დიდის მზითჳთა და დიდებითა.

Line of edition: 26    
ჰყვანდა მასთან ძე ერთი, რომელსა სახელად ეწოდა ლეონ. შე\მდგომად შობისა ყრმისა
Line of edition: 27    
ამის მომკუდარიყო ქალი იგი და შეერთო ათაბაგის ქალი ქურივი, ცოლ-ყოფილი
Line of edition: 28    
ვახტანგ გურიელისა, დედა ქაიხოსროსი, რომელი შემდგომად გურიელ იქმნა, და
Line of edition: 29    
ოდიშს იგი ბატონობდა. და გურიას გიორგი გურიელი მკუდარიყო და ვახტანგ,
Line of edition: 31    ძე მისი დამჯდარიყო გურიელად.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.