ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 376

Page of edition: 376  Line of edition: 1    ხოლო არცა ერთი, ემწენ მეფესა სჳმონზედა იმერეთის ბატონსა ლევანს. შეჰყარა
Line of edition: 2    
რაოდენნი ჰყვანდა, და დადგა გოფანთოს. და მეფე სჳმონც[ა] წარვიდა მის ზედა, შემოიყარა
Line of edition: 3    
ზემოური იმერლები და მივიდა გოფანთოს. შეიბნეს მუნ გოფანთოსა და იქმნა
Line of edition: 4    
ბრძოლა ძლიერი. გაემარჯუა მეფესა სჳმონს, ქრისტეს აქათ ჩ~ფჟბ, და გაიქცა ლევან,
Line of edition: 5    მპყრობელი იმერეთისა, და ივლტოდა ხოლო სჳმონ მეფემან დაიპყრა იმერეთი,
Line of edition: 6    რომელთამე. მძევალი გამოართუა. რომელიმე ვერა ჩაიგდო ჴელში. და ქართლისაც
Line of edition: 7    ფიქრი ჰქონდა, გორის ციხეში რომ ურუმნი იდგნენ მისგან, \ და წარმოვიდა მეფე
Line of edition: 8    
სჳმონ ქართლსავე. გარდმოვლო მთა ლიხისა და ჯარიც შემოეცალა, დასტური მისცა.

Line of edition: 9    
და რა გარდმოვიდა მეფე სჳმონ ქართლად, კუალად ჩამოვიდა პატრონი \ იმერეთისა
Line of edition: 10    ლევან და დაიპყრა იმერეთი მაშინ ლევან და დადიანი მდურობდენ ამისთჳს,
Line of edition: 11    
რომე. მეფე სჳმონ რომ შეება ლევანს, დადიანი არ მოჰჴმარებოდა, და უწინდელი
Line of edition: 12    
სამდურავიც იყო. დაუწყო სამდურავი და მტერობა ჩამოვარდა ორთავეს შინა ესრეთ ვითარი,
Line of edition: 13    
რომე აქეთ ეს შეიყარა და იქით ისი, და შეიბნენ. და გაემარჯუა დადიანსა,
Line of edition: 14    და ბატონი ლევან ჴელთ დარჩა, წარიყვანა და პატიმრობაში მოკუდა ამავე ქრონიკონსა
Line of edition: 15    
ჩ~ფჟბ.

Line of edition: 16    
რა სცნა მეფემან სჳმონ, კუალად შეიყარა სპა თჳსი და გარდავლო იმერეთი,
Line of edition: 17    ქრისტეს აქათ ჩ~ფჟგ, ჩავიდა ქუთაისს, და ძმისწულსა იმერლის ბატონისასა, ბაგრატს,
Line of edition: 18    გაემაგრებინა ციხე. და მიადგა ციხესა და წაართუა ციხე და გამოიყვანა თჳთცა, დამძევლა
Line of edition: 19    
იმერეთი და დაიპყრა თჳთ და წარმოვიდა.

Line of edition: 20    
ხოლო \ ლევან, იმერელი ბატონი, უძეო დარჩა და ძმისა მისისა ძე, კოსტანტინესი,
Line of edition: 21    როსტომ დარჩომილიყო და სხუა აღარავინ იყვნენ. და დაუწყო როსტომ მანუჩარ,
Line of edition: 22    დადიანს ლაპარაკი შეწევნისა და შერიგებისა. და უსმინა დადიანმან და მოვიდა,
Line of edition: 23    
დააპყრობინა იმერეთი. და მოადგენ ციხესა ქუთაისისასა იმერელნი. შემდგომად ამისა
Line of edition: 24    
აღიღეს იგიცა.

Line of edition: 25    
და რა ესმა მეფესა სჳმონს საქმე ესე, შეიყარა სპა, გარდავიდა და აიღო ციხე
Line of edition: 26    
კუარისა, კაცხისა და სკანდა, და მოვიდა ქუთაისს და აღიღო ციხე. ხოლო როსტომ
Line of edition: 27    ვერა წინააღუდგა და ივლტოდა, და წარვიდა დადიან მანუჩართანა. და წარვიდა მეფე
Line of edition: 28    
სჳმონ ოდიშზედა, ჩავიდა და დადგა ოფიშკჳტს დიდებითა დიდითა და ძალითა
Line of edition: 29    
მრავლითა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.