ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 378

Page of edition: 378  Line of edition: 1    ხოლო შეიბა თურქისტანისშვილი და წარმოვიდა \ იგიცა. და მეფე მოვიდა კავთისჴევს

Line of edition: 2    და მიადგა ერთისა კაცისა სახლსა, რომელი იყო მდაბალი გლეხი, რამეთუ
Line of edition: 3    
მეფე დამაშურალ იყო და ითხოვა მისგან განსუენება. და გამოვიდა ქალი ერთი და
Line of edition: 4    
ვერა იცნა, შეუძღუა და დააყენა კარგად, რამეთუ ქმარი მის ქალისა ლაშქარში იყო.

Line of edition: 5    
და რაჟამს მოუმზადა სერი და მოართუა და იჴმია მეფემან, შეატყო არღარა ნდომა
Line of edition: 6    
საჭმლისა. მაშინ ჰკითხა ამბავი მეფისა და სპისა მისისა, თუ მეფე რა იქმნაო. ხოლო
Line of edition: 7    
სჳმონ მეფემან ესრეთ თქუა: "არა უწყი მეფისა, თუ რა იქმნა". და რაჟამს ესმა დედაკაცსა
Line of edition: 8    
მას სიტყუა ესე, დიდად იწყინა და \ იმწუხარა და იტირა. და შემდგომად ამისა
Line of edition: 9    
ჰკითხა ქმრისა მისისა, ნიშნეულად ანიშნა, რომე ამგუარი და ამისთანა კაცი იყო, და
Line of edition: 10    
ის რა იქმნაო. მეფემან მისიცა უთხრა, არა უწყიო. მაშინ დედაკაცმან უთხრა, რომე,
Line of edition: 11    
თუ ღმერთმან იპრიანა და მეფე მორჩაო და ის მშჳდობით არისო, ჩემი ქმარიც იმისი
Line of edition: 12    
ჭირის სანაცვლო იყოსო, და სხუანი, რომელნიცა მყვანანო, იგინიცაო. მაშინ დიდად
Line of edition: 13    
იამა მეფესა სჳმონს სიტყუა ესე ერთგულობისა დედაკაცისა მისგან, და შემდგომად ხანსა
Line of edition: 14    
რაოდენსამე დაუწყო წყალობა მეფემან სჳმონ დედაკაცსა მას და ქმარიცა მოუვიდა და
Line of edition: 15    
განააზნაურიშვილა. და არიან ახლაც გაკეთებულნი კაცნი იგი, რომელნი არიან
Line of edition: 16    
ქულივიძენი.

Line of edition: 17    და რაჟამს სმენოდა ლორეს მყოფთა ურუმთა დამარცხება მეფისა, მას ჟამსა გამოსულიყვნენ
Line of edition: 18    
ურუმნი ციხიდამე და \ მოერბიათ კერძონი რამე ქართლისანი და დამდგარიყვნენ
Line of edition: 19    
ტაშირზედა და იხარებდენ. მაშინ მეფემან სჳმონ შემოიყარა ჯარი მცირე,
Line of edition: 20    
სპა თჳსი, რომელიცა დარჩომილიყვნენ ქართლსა შიგან. წარვიდა მეფე და მიუჴდა
Line of edition: 21    
ლორეს ურუმთა და გაემართა, და ამოსწყჳტა. და აღიღო ციხე იგი და გამარჯუებული
Line of edition: 22    
წარმოვიდა. კუალად დაიპყრა ციხე ლორისა, შემოიქცა და მოვიდა თჳსად სახლად.

Line of edition: 23    
ხანსა რაოდენსამე უკანა წარვიდა ზემო ქართლად და რა მიიწია გორის\ჯუარს, --
Line of edition: 24    და მას ჟამსა ეჭირა გორის ციხე ურუმთა, -- მაშინ დაჯდა სჳმონ მეფე გორიჯუარსა
Line of edition: 25    და დაუწყო ღჳნოს სმა, რამეთუ, რაჟამს დაეტყუევებინა ყაენსა სჳმონ მეფე ციხესა
Line of edition: 26    
ალამუტისასა, მაშინ გასწყობოდა თრიაქის ჭამასა და ღჳნის სმასა და მიერითგან
Line of edition: 27    
ეწეობოდა თრიაქსა. და მაშინცა, გორისჯუარს რომ მივიდა, ჭამა თრიაქი და გამხიარულდა.

Line of edition: 28    
გახედა გორისაკენ და ნახა, რომე ახალი მწუანილი ამოსულიყო და გაზაფხულის
Line of edition: 29    
პირიც იყო. ოდეს გამხიარულდა, მოუნდა აფიონი, ვითარცა წესია აფიონის
Line of edition: 30    
\ მჭამელთაგან მონთომება საჭმლისა რისამე.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.