ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 380

Page of edition: 380  Line of edition: 1    ციხე ლორისა და შეაყენეს შიგან ჯარი თჳსი, და წარვიდეს და წარიყვანეს მეფე
Line of edition: 2    
სჳმონ და მიიყვანეს სტამბოლს.



Line of edition: 3    მეფე გიორგი


Line of edition: 4    ხოლო ძე მისი გიორგი პატრონობდა ქა\რთლსა ზედან და წარგზავნა კაცი
Line of edition: 5    
სტამბოლს და შეუკუეთა საჴსარი მამისა თჳსისა. და ესეცა თქმულ არს, რომე ხონთქარმან
Line of edition: 6    
მრავალი წყალობა და დიდება აძლია მეფესა სჳმონს რომე ქართლს ბეგარა დასდეო
Line of edition: 7    
და მეყმეო, მაგრამ არა ქმნა მეფემან. ქართლს ყაენის ბეგარა სჳმონ მეფემ
Line of edition: 8    
დასდვა კუამლის თავს მარჩილი გლეხსა, და იმ თეთრითა იყიდდა შჳდს \ ტყუესა და
Line of edition: 9    
გაუგზავნიდა ყაენსა, -- მიერითგან დადებულ არს ტყუე ქართველთა ზედა, -- და
Line of edition: 10    
არა დასდვა ხვანთქრისა. და საჴსარი შეუკუეთა და გამოგზავნა ძესა თჳსსა თანა გიორგისსა
Line of edition: 11    კაცი და რაოდენი მათთჳს საჴსარი ეთქუა, იგი თეთრი სთხოვა. და მაშინ
Line of edition: 12    
გაუგზავნა გიორგი საქონელი, რაოდენიცა ან მამისა დარჩომოდა, და ან თჳსი ჰქონდა
Line of edition: 13    
გიორგის, და ან რაოდენიცა ქართველთა დარბაისელთა ჰქონდათ. ანუ საყდრისა და
Line of edition: 14    
მონასტრისა იყო საქონელი, ყოველივე გაუგზავნეს. და სანამდის საქონელი ესე მივიდოდა,
Line of edition: 15    
მანამდი მეფე სჳმონ მომკუდარიყო პატიმრობაში და საქონელიც იქ დარჩა.

Line of edition: 16    
ხოლო მეფე გიორგი მოადგა ციხესა ლორისასა და აღიღო ციხე და დაიპყრა
Line of edition: 17    
ლორე.

Line of edition: 18    შემდგომად ამისა მოკუდა მპყრობელი იმერეთისა როსტომ, ქრისტეს აქათ ჩ~ქიდ,
Line of edition: 19    
და არა დარჩა ძე. ხოლო მჴევლისა ნაშობი ჰყვა ძე ერითი გიორგი და დასუეს მის
Line of edition: 20    
წილად პატრონად იმერეთისა.

Line of edition: 21    ხოლო მოკუდა დადიანიცა მანუჩარ და ჰყვა მას ძე ერთი სახელად ლევან, ნაშობი
Line of edition: 22    
კახის ბატონის ქალის ნესტან-დარეჯანისაგან. და ესე ლევან წარმოეყვანა კახეთს კახს
Line of edition: 23    
ბატონს ალექსანდრეს, პაპასა მისსა, და გაეზარდა. და რაჟამს მოკუდა მანუჩარ დადიანი,
Line of edition: 24    გამოგზავნეს ოდიშართა კაცი და სთხოვეს იგი და წარიყვანეს, მიიყვანეს და მუნ
Line of edition: 25    
დადიანად დასუეს და გაძალიანდა.

Line of edition: 26    
ხოლო კახეთს იჯდა ალექსანდრე.

Line of edition: 27    მაშინ მოვიდა ყაენი შააბაზ აღებად ერევნისა და იჴმო მან მეფე გიორგი და
Line of edition: 28    
პატრონი კახეთისა ალექსანდრე შუელად და აღებად ერევნისა. და წარვიდენ ორნივე
Line of edition: 29    
ესენი სპითა \ თჳსითა. და სამს კუთხეს თჳთან თავისის ჯარით ადგა და ერთს კუთხეს
Line of edition: 30    
ესენი დააყენა. და, რაჟამს ბრძანა ყაენმან იერიში, მაშინ უმეტესად ყოველთა ქართველთა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.