ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 381

Page of edition: 381  Line of edition: 1    მოიჭირვეს და გარდავიდენ გალავნებში და იომეს დიდად და, სანამდი ყიზილბაშნი
Line of edition: 2    შევიდოდეს, ქართველთა აიღეს სიმაგრენი, უჩუენეს ძალი და მოჭირვება ყაენსა
Line of edition: 3    
და აღიღეს ციხე.

Line of edition: 4    
მაშინ დაიპყრა ერევანი, და მერმე დაუწყო ყაენმან მეფეს გიორგის ლაპარაკი:
Line of edition: 5    
"რადგან ხვანთქარი ჩემი მტერიც იყო და შენიცაო \ და ახლა რადგან მე გავრჯილვარ
Line of edition: 6    
და აქ მოველო, ლორე ჩემი იყოსო". მაშინ მეფემან გიორგი ჯერეთ შორს დაიჭირა
Line of edition: 7    
და, რადგან მოჭირვებით სთხოვა, სხუა ღონე აღარა ჰქონდა და დაანება. მაშინ დაიპყრა
Line of edition: 8    
ციხე ლორისა შააბაზ და შეაყენა ჯარი თჳსი ციხესა მას შინა. შეიქცა და წარვიდა
Line of edition: 9    
თჳსსა სამეფოსა. და ესე უყო შააბაზ მეფესა გიორგის მამისა მისისა სამსახურისა და
Line of edition: 10    
თჳსისა სამსახურისა მაგიერად, რამეთუ ესე შააბაზ [იყო] კაცი მცბიერი და მოყუარე
Line of edition: 11    
მზაკუარებისა, მცთუნებელი კაცთა და მატყუარი.

Line of edition: 12    
და ვითარცა მოვიდენ მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სამყოფსა
Line of edition: 13    
თჳსსა, მაშინ ინებეს ხილვა და სტუმრობა მეფის გიორგისა ბატონის ალექსანდრეს
Line of edition: 14    ძეთა, დავით და გიორგი, რამეთუ მეფის გიორგის ბიძაშვილნი იყვნენ დედით. და,
Line of edition: 15    
რა მიიწივნენ, მიეგება მეფე ავლაბარში და შემოუძღუა და დააყენნა. დიდად იამათ
Line of edition: 16    
შეყრა ერთმანერთისა და ილხინნეს დღესა როდენსამე. და მერმე კუალად უჴმო შიგან
Line of edition: 17    
თჳსსა სერსა ზედა და წარვიდა დავით. ხოლო გიორგი მიზეზ ყო ღჳნის უსმელობა
Line of edition: 18    
და წყენა ღჳნისაგან და არა წარვიდა, და წარვიდენ იგინი. მაშინ გიორგი მოუწოდა
Line of edition: 19    
მის თანა მყოფთა კაცთა იდუმალ, რამეთუ წინათვე განეგულვა აღრჩევით საქმე ბოროტი,
Line of edition: 20    
შურითა ბელზებულთათა სიკუდილი ძმისა \ თჳსისა უხუცესისა დავითისი.

Line of edition: 21    რამეთუ ესე დავით იყო კაცი მრისხანე და ამაყი, ხოლო გიორგი იყო კაცი შუენიერი
Line of edition: 22    
ხილვითა და კეკლუცი, და ყმათათჳს კეთილი და უხჳ. და ამისთჳს უმეტეს მისდა
Line of edition: 23    
მიივლტოდენ, ვიდრე დავითისა.

Line of edition: 24    და ჰგონებდა გიორგი, ვითარმედ მთვრალ იქმნების ღჳნითა იგიცა და მისთანანი
Line of edition: 25    
კახნიცა და მაშინ აღასრულებს ხენეშთა გულის-ნებასა თჳსსა. და აუწყა ყოველივე
Line of edition: 26    
მუნ მყოფთა და შემოიფიცნა კახნი და იმარჯუებდა ჟამსა მარჯუესა და უთხრობდა
Line of edition: 27    
ყმათა: "მომყევით და მოვკლავ ძმასა ჩემსა და დავიპყრობ კახეთსა".

Line of edition: 28    და რა შეფიცნა ყმანი თჳსნი, მაშინ იყო ვინმე ჩოლაყაშვილი, \ კაცი ღმრთის
Line of edition: 29    
მოშიში, სახელით ბარამ. ესე წარვიდა მსწრაფლ და აუწყა ყოველივე დავითს და
Line of edition: 30    
მოაჴსენა საიდუმლოდ, რაცა განეგო მისთჳს გიორგის ძმასა მისსა. და, რა ესმა საქმე



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.