ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 391

Page of edition: 391  Line of edition: 1    ჴადა, რომელთამე მთიულეთი და რომელთამე დუშეთი და ანანური. და იქმნეს ჴევისა
Line of edition: 2    
მის ერისთავად.

Line of edition: 3    
და ამა ნუგზარ ერისთვისა ქალი ედგა მოურავსა. და რა სცნა ნუზარ საქმე მოურავისა
Line of edition: 4    
და მოსლვა მისი სახლად მისა, მიეგება წინა მისაქციელსა, სოფელსა მუხრანისასა,
Line of edition: 5    და წარუძღუა წინა და წარიყვანა სახლსა თჳსსა დუშეთს.

Line of edition: 6    და ესე მოურავი იყო კაცი მცდელი და ილათიანი, და ურჩია ნუგზარს გაყოლა
Line of edition: 7    
თჳსთა თანა მრავლითა რჩევითა, საქმისა ჩუენებითა. და დაუჯერა ნუგზარ ერისთავმანცა
Line of edition: 8    
და დაასკუნეს წარსვლა ყაენთანა, და მუნ მეფისა გამაგრება არა შეეძლოთ, და
Line of edition: 9    
გაჰყვა ნუგზარცა. და წარვიდენ მუნით და განვიდენ ლილოსა, და მუნით გაჰჴდეს ყურყუთას
Line of edition: 10    მტკუარს ფონად, და განვიდენ და მივიდენ აღჯაყალასა.

Line of edition: 11    და რა ნახეს მისვლა მათი აღჯაყალას მყოფთა თათართა, განიხარეს და მიაპყრეს.

Line of edition: 12    
პატივი დიდი. ხანსა რაოდენსამე მუნ იყვნენ და მოურავმან ცოლშვილი იქ \ დააგდო,
Line of edition: 13    
და თჳთ წარვიდა შააბაზ ყაენთანა. და რა ნახა შააბაზ, განიხარა დიდად, მრავალი
Line of edition: 14    
ნიჭი და საბოძვარი უბოძა.

Line of edition: 15    
მას ჟამსა წარვიდა შააბაზ აღებად ყანდაარისა. მუნ იახლენ, ბრძოლასა და ციხის
Line of edition: 16    
აღებაში დიდად კარგად და სახელოვნად იყვნენ. და მუნით დაბრუნდა შააბაზ და წარვიდა
Line of edition: 17    
ბაღდადს, მუნცა თანა ახლდენ, კარგად, მჴნედ და მამაცად იყვნენ და გულოვნად.

Line of edition: 18    
და რა გაარიგა შააბაზ მუნებური საქმე, წარმოვიდა და მოვიდა ისპაანს.

Line of edition: 19    მაშინ მოურავი დაჰპირდა ქართლის დაჭერასა და კახეთისასა, და თჳთანც უნდოდა
Line of edition: 20    
შააბაზს, და დართო ნება შააბაზ წამოსვლისა.

Line of edition: 21    
და ხანსა რაოდენსამე უკან მოვიდა განჯას, უგრძნობლად და უცნაურად მეფისა
Line of edition: 22    
და კახის ბატონისა. და, რა მოვიდა განჯას, \ მოუგზავნა კაცი კას-ბატონს თეიმურაზს
Line of edition: 23    და შემოუთუალა, ვითარმედ: "შენი შვილი მომეცო". და რა სცნა საქმე ესე თეიმურაზ,
Line of edition: 24    იცოდა, რომ შააბაზ კაცი ხვანჯიანი და დაუნდობარი და ილათიანი იყო. და ესეცა
Line of edition: 25    
უწყოდა, რომ არც მე დამინდობსო, იმასთან \ გაზრდილი კაცი ვარო, და არა უნდოდა
Line of edition: 26    
გაგზავნა შვილისა, რამეთუ უწყოდა, რომ არც შვილს დაინდობდა, არცა მას. მაგრამ
Line of edition: 27    
დაუჟინეს კახთა და არა დაეჴსნენ, რომ მეტად ძალა უყვეს, მაშინ გაუგზავნა ძე თჳსი
Line of edition: 28    
ალექსანდრე, ნაშობი გურიელის ქალისაგან, და დედაცა თჳსი ქეთევან თან გაატანა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.