ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 390

Page of edition: 390  Line of edition: 1    დიდად უბრალო იყო მეფე და სწადოდა განტევება ღმრთისაგან მოცემულისა მეუღლისა
Line of edition: 2    
დიდად მიაჭირვეს სიტყჳთა, და დაჰყვა მეფე რჩევასა მათსა და ებრძანა განტევება.

Line of edition: 3    
და რა ამაზედ დაიყოლიეს \ მეფე, კუალად იკადრეს სრულიად ამოწყუეტა და
Line of edition: 4    
გათავება მოურავისა. და შეატყუეს მეფესა, რომ ყრმა არისო, და რასაც მოვაჴსენბთ, ვერ
Line of edition: 5    
ურჩ გუექმნებაო. კუალად შესძინეს ბოროტი ბოროტსა ზედა და მოაჴსენეს: "ვინათგან
Line of edition: 6    
დაუტეობ და დაუგდებ მოურავსა დასა, ესე უწყით, რომე ამას მოურავი არ დასთმობს,
Line of edition: 7    
დიდად სახელოვანი კაცი არის, გაგიორგულდება \ და ბევრი ავი მოჰჴდებაო". მაშინ
Line of edition: 8    
ურჩიეს ღალატი და სიკუდილი მოურავისა.

Line of edition: 9    
და იდგა მეფე ლუარსაბ მას ჟამსა წავკისის თავსა. და მაშინ იჴმეს მოურავი და
Line of edition: 10    
აწჳეს, ვითარმედ ყარაიას ვინადირებთო, მოდით და შევექცეთო. მაშინღა მსწრაფლ
Line of edition: 11    
მოვიდა მოურავი უზაროდ და არა უწყოდა საქმე გაგებული მას ზედა. და სწადდა
Line of edition: 12    
მეფესა ხვალისა დღე სიკუდილი მოურავისა ღალატითა.

Line of edition: 13    
დაასკუნეს რა საქმე ესე. არა დაფარა ღმერთმან საქმე ესე, არამედ იჴსნა მეფე
Line of edition: 14    
ლუარსაბ უბრალოს კაცის სიკუდილისაგან და სისხლისაგან; და მოვიდა მოურავთანა
Line of edition: 15    
ფარეშთუხუცესი, ხერხეულიძე ბააკა და გაამჟღავნა მეფე.

Line of edition: 16    
ხოლო სცნა რა ესე მეფემან ფარეშთუხუცესისაგან რომელ არაოდეს უყოფიეს
Line of edition: 17    
კაცსა გონიერსა განთქმა საიდუმლო მეფისა თჳსისა, შეიპყრა ფარეშთუხუცესი და
Line of edition: 18    
დააჭრეს ცხვირ-პირი. და, რაც ოდენ ამას ქუემოთ წერილ არს, მოთხარა სახლისა
Line of edition: 19    
მეფისა და აოჴრება საქართველოსი, ყოველივე სიტყჳთა \ ბააკასითა იქმნა.

Line of edition: 20    
ხოლო სცნა რა მოურავმან საქმე ესე, გარდიხუეწა შიშუელა სახურავიანის ცხენითა
Line of edition: 21    
და განვლო გზა გელიყარისა და მივიდა ნოსტევს, აჰყარა ცოლშვილი თჳსი და
Line of edition: 22    
მივიდა დიდგორის მთასა. გაჰყვნენ ყმანი თჳსნი.

Line of edition: 23    
ხოლო გამოუსია მეფემან სპა და მოვიდენ ნოსტევს და მოიცვეს ნოსტევი და
Line of edition: 24    
შეკრეს გზები ყოველგნით. მაშინ მოურავი შეჯდა და წარმოვიდა ცოლშვილიანად
Line of edition: 25    
მთა-მთა, ჩამოვლო უგზოდ მთები, უგრძნობელად ყოველთა მდევართაგან, და ჩამოვიდა
Line of edition: 26    
მცხეთას. და დახუდა საბაჟოს გზა შეკრული და ჴიდიცა. და მაშინღა განვლო უგრძნობელად
Line of edition: 27    
მცველთა, და განვიდა არაგუს ზეით ღამით ადიდებულსა \ მტკუარსა ცხენის
Line of edition: 28    
ცურვითა ცოლშვილიანად უზიანოდ, რომე არარა წაჴდენია წყლითა.

Line of edition: 29    
მაშინ განსრულმან თაყუანის-ცა მჴურვალად სუეტსა ცხოველსა ღ(ვ)თივ-აღმართებულსა
Line of edition: 30    
და წარვიდა არაგჳს ერისთვის ნუგზარისასა.

Line of edition: 31    ხოლო ესე ნუგზარ არაგჳს ერისთვის მამა-პაპათა ამოსწყჳტეს პატრონი ჴევისა
Line of edition: 32    
თექთურმანისძე და დაიჭირეს ჴევი, და მიერითგან \ მისცა მეფემან რომელთამე



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.