ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 389

Page of edition: 389  Line of edition: 1    და მივცემ ცოლად, და, უკეთუ არა ინდომ\ებს ცოლად, მაშინ ვინცა-ვინ ჩემნი მოკიდებულნი
Line of edition: 2    
კაცნი არიან, უფროსად ყოველნივე მე მომიდგებიან, და მეფეს შეუორგულდებიან
Line of edition: 3    
და ამით წავაჴდენო, და თუ ცოლად შეირთავს, მტერნი ჩემნი გაუორგულდებიან
Line of edition: 4    
და მეფეს ჩემის მეტი ღონე არ ექნება, და რა ჴელთ ჩამივარდება, რასაც
Line of edition: 5    
მინდა ვიქო. დაასკუნა რჩევა ესე.

Line of edition: 6    
და იყვნენ ლხინზედა დიდად მხიარულნი და მოეწონა მეფესა ქალი იგი. დღესა
Line of edition: 7    
მეორესა მიუგზავნა კაცი მეფემან. და სთხოვა ცოლად დაჲ თჳსი მოურავსა.

Line of edition: 8    
მაშინ მოურავმან მოაჴსენა \ ჴერჴით: "მეფეო, მე ვარ ერთი მდაბალი ყმა შენი,
Line of edition: 9    
დაღაცათუ ჟამსა ამის წყალობითა და თქუენის მრავლი კეთილის ბოძებითა განმდიდრებულ
Line of edition: 10    
ვარ და დიდად არს სახელი ჩემი, არამედ მტერნი ჩემნი დასა ჩემსა დედოფლად
Line of edition: 11    
არავინ მიიჩნევს და არცავინ განდომებს თავსა ჩემსა, დაგიწყებენ ბეზღობასა და გამიწყრომობენ
Line of edition: 12    
თქუენს თავსა".

Line of edition: 13    
და ამისი რა მოციქული გაუგზავნა, მაშინღა კუალად აცნობა \ მოურავმან დედასაცა
Line of edition: 14    
მეფისასა, კუალად ჴერჴით, და შეეხუეწა, რომე თქუენი შვილი, მეფე ლუარსაბ,
Line of edition: 15    ჩემს დას მთხოვსო ცოლად, და მე ჩემის ნებით არ ვაძლეო და მაზედ მომეჴმარენით,
Line of edition: 16    
რომე კაის საქმით მომარჩინოთო".

Line of edition: 17    
მაშინ სცნა რე ეს საქმე მეფემან, არა უსმინა და შეირთო დაჲ მოურავისა.

Line of edition: 18    
ხოლო დედა მეფისა იყო ქალი ლიპარტიანისა, სახელითა მარიამ. მაშინ, რა
Line of edition: 19    
სცნა ქორწილი, დაუმძიმდა დიდად, მაგრამ ვეღარა გააწყო რა. და მოიყვანა ქალი
Line of edition: 20    
ტურფად შუენიერი და ჰყვანდა თუესა როდენსამე.

Line of edition: 21    
მაშინ თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არა იყო მოურავის
Line of edition: 22    
მოყუარე იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა. და ეტყოდეს მეფესა მტერნი მოურავისანი,
Line of edition: 23    
ვითარმედ: "მოურავი კაცი დიდად კარგი არისო, მაგრამ ჩუენზედ დიდად
Line of edition: 24    
უმცირესი არისო და [უ]მრწმესი გუარითაო. ჩუენ იმათ ცოლნი და შვილნი და თავნი
Line of edition: 25    
ყმად რად მივსცეთო, და უმეტესად სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმან \ დაუცადებლად
Line of edition: 26    
დაუწყო ბეზღობა მოურავსა.

Line of edition: 27    
დაღაცათუ არა ენება მეფესა მოურავის გამომეტება, არამედ დიდად იიძულეს
Line of edition: 28    
სიტყჳთა და ჟამ ყოველ განზრახებდეს მეფესა განტევებასა ს[ჯ]ულიერისა მის წმიდასა
Line of edition: 29    
ქორწინებისაგან, და დიდად უარის ყოფასა და არა რწმუნებასა წმიდისა სახარებისასა,
Line of edition: 30    
ვითარმედ: "რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ", და ამისთჳს



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.