ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 388

Page of edition: 388  Line of edition: 1    როგორადაც არჩივა. მაშინ იქმნა ომი დიდი იქით და აქეთ, და დიდად მოჭირვებით
Line of edition: 2    
და გულსრულად შეიბნენ, ძუელთა გმირთაგა ცა ძნელად შესაძლებელად საგონებელ
Line of edition: 3    
იყო, რომე მაშინ მეფე და მოურავი და სრულად ქართველნი იბრძოდენ. და მისცა
Line of edition: 4    
ღმერთმან ძლევა მეფესა ლუარსაბს, ვითარცა პირველ აბრაჰამს და გედეონს. და
Line of edition: 5    
აღსრულდა წინასწარმეტეუელისა მოსეს მიერ თქმული ლევიტელთათჳს ბრძანება
Line of edition: 6    
უფლისა, ვითარმედ: "ხუთმან თქუენგანმანო წარიქციოს ასი და ასმან თქუენგანმან
Line of edition: 7    
ბევრეულ", და მოციქულისა პავლეს მიერ თქმული: "ძმანო, ღმრთის-მოყარეთა
Line of edition: 8    
ზოველივე განუმარჯვოს კეთილად". ეგრეთვე ამათ სასოებითა ღ\მრთისათა მიეცა
Line of edition: 9    
ძლევა დიდი და ესრეთ განემარჯუა ურჯულოთა ზედა და მოსრეს სრულიად, ბანაკი
Line of edition: 10    
მათი იავარ ყვეს: "რაცა ოდენ ქართლიდამ ეშოვნათ, ტყუე თუ საქონელი იგიცა
Line of edition: 11    
ყოველივე წამოიღეს და მათიცა მრავალი წაართუეს. და რაც ოდენ შეიპყრეს ყირიმნი
Line of edition: 12    
მოსრნეს პირითა მახჳლისათა.

Line of edition: 13    
კნინღა მცირედი რამე ნეშტი განერნენ. იჴმიეს სივლტოლა და წარვიდნენ მოსაკიდელზედა
Line of edition: 14    
შეშინებულნი და დანქრეულნი. შევიდენ ტყესა და სიმაგრესა მოსაკიდლისასა,
Line of edition: 15    
არა აქუნდათ \ ღონე გზის განგებისა. და მაშინ ჰპოვებდენ დედანი მოსაკიდლის
Line of edition: 16    
სოფლისანი ტყეთა შინა დამალულთა ყირიმთა კაცთა, შეიპყრობდენ, მოჰჴდიდნენ
Line of edition: 17    
დოლბანდსა და, თუ რამე ჰქონდათ, წაართმევდენ და კაცთა შეიწყალებდენ და განუტევებდნენ.

Line of edition: 18    
ესთი გამარჯუება მოსცა ღმერთმან ქართველთა. და შემოიქცენ გამარჯუებულნი
Line of edition: 19    
და აღსავსენი საქონლითა და ჰქონდათ ლხინება და სიხარული.

Line of edition: 20    
მაშინ არჩივეს, რაოდენცა კაცნი დაეჴოცათ ყირიმთაგანი, დასჭრეს თავები და
Line of edition: 21    
წარმოუგზავნეს ყაენსა და \ მიულოცეს გამარჯუება. და გაუძღუანეს წინა გარასპი
Line of edition: 22    
ფავლენისშვილი და, რა მივიდა და მიართუეს ყაენსა თავები, იამა დიდად და დაუმადლა
Line of edition: 23    
მეფესა. გამოუგზავნა მრავალი წყალობა და მოულოცა მანცა გამარჯუება.

Line of edition: 24    
და ამას შინა უფროსად გამდიდრდა მოურავი: მოიპოვა ღონე ესე, რამეთუ ცოლი
Line of edition: 25    
არა ესუა მეფესა ლუარსაბს, ყმაწვილიცა იყო, არჩივა მოურავმან, დაჰპატიჟა მეფესა
Line of edition: 26    
და დახუდა კეთილად. და გამოჩუენებით. და სმაშიგან გამხიარულდა დიდად მეფე ლუარსაბ.

Line of edition: 27    მაშინ ჰყვანდა მოურავსა დაჲ ერთი მეტად შუენიერი და კეკლუცი და დააყენა
Line of edition: 28    
მეღჳნედ თავს მეფესა. და მოეწონა მეტად დიდად და ეტრფიალა.

Line of edition: 29    
მაშინ მოურავს წინათვე განეგულა გულსა შინა, რამეთუ წინათ რომ მოურავმან
Line of edition: 30    
ღალატი დასწამა მეფეს, ჰგონებდა არ დამინდობსო, ესრეთ განიზრახა, ვითარმედ
Line of edition: 31    
მოეწონება დაჲ ჩემი მეფესა და ეტრფიალება და მაშინ მოინდომებს დასა ჩემსა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.