ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 387

Page of edition: 387  Line of edition: 1    შემდგომად ამისა აიყარნენ თათარხანნი და წავიდენ საციციანოსაკენ. ხოლო
Line of edition: 2    
მისწერეს მეფემან წიგნი ერისთავებსა და მუხრანის ბატონსა და შიდა ქართლელთა
Line of edition: 3    ყოველთავე, რათა შეიყარონ ჯარი თჳსი და სურამის ბოლოს დახუდენ. ხოლო ყირიმნი
Line of edition: 4    
წარვიდენ, მივიდენ დოეს[ს]. და, რა მივიდოდენ, მაშინ ერთი ტერტერა გორელი
Line of edition: 5    გორიდამ მოვიდოდა თავლსთჳს უგრძნობელად. და მიმოიხედვიდა იმიერ და ამიერ
Line of edition: 6    
ტერტერა იგი და იხილა დოესი და ველნი იგი დოესისანი აღვსებულნი ჯარითა.

Line of edition: 7    
და მაშინ სცნა ტერტერამან, რომე არა იყვნენ ქართველთაგან[ნ]ი, და სცნა, რომე
Line of edition: 8    
უსჯულოთაგანნი არიან ვინმე და მარბეველნი ქუეყნისანი. და მსწრაფლ უკუნიქცა
Line of edition: 9    
ტერტერა იგი, და მიივლტოდა გორის-კერძო; განვლო ჴიდი მტკურისა, და გარდაყარა
Line of edition: 10    
ფიცრები ჴიდისა სრულიად, და ჩაყარა წყალსა შიგან, და აშალა ჴიდი; და მივიდენ
Line of edition: 11    
ყირიმნიცა ზედა-მიწევნით, და დახუდა ჴიდი აყრილი და შეუძნდათ ფრიად და
Line of edition: 12    
ვეღარა გაიარეს ჴიდზედა.

Line of edition: 13    
მაშინ დაჭმუნებულნი მიიქცენ და წავიდენ გზასა საციციანოსასა და შევლეს
Line of edition: 14    
საციციანოსა ზედა, დაწვეს და დადაგეს საციციანო. და წარვიდეს და მივიდეს ბრბონას
Line of edition: 15    და დაიბანაკეს მუნ. მაშინ დააქციეს სახლები, გადვეს ჴიდი და გავიდენ მტკუარსა,
Line of edition: 16    მივიდენ და დადგნენ ტაშისკარის ბოლოს ნახვეტაში.

Line of edition: 17    ხოლო მეფე ლუარსაბ და მოურავი წარმოვიდენ და მოვიდენ ახალდაბას. მაშინ იყო
Line of edition: 18    
მტკუარი დიდი, რამეთუ თუე იყო ივნისი, და არა იყო \ ფონი. მას ღამესა ათივეს
Line of edition: 19    
ღამე ვედრებითა და ლოცვითა მჴურვალითა, და მიანდვეს საქმე ღმერთსა და დაასკვნეს.

Line of edition: 20    
შესვლა მტკუარშია ფონად, და ეგრეთ განვლად მიერ წიაღად. და ვითარცა გათენდა,
Line of edition: 21    
შევიდეს წყალსა მას შინა. და იყო მაშინ მტკუარი სავსე და არა ეტეოდა კალაპოტში.

Line of edition: 22    
და იყო ღმრთისა საფარველი მათ ზედა და განვიდეს უვნებელად ესრეთ, რომე არაფერისთანა
Line of edition: 23    
არა წამჴდარა რა, არცა კაცი და არც ბარგი, და ეგრეთ განვიდეს, ვითარცა
Line of edition: 24    
ძენი ისრაელისანი ზღუასა მას მეწამულსა, და ჩამოვლეს იდუმალ მათ, და უგრძნობელად
Line of edition: 25    
მტკურის პირ-პირ ასე ჩამოვლეს, რომე მათ ყირიმთა \ ვერა უგრძნეს რა,
Line of edition: 26    
გამოიარეს და მოვიდენ და შემოიყარეს ქართველნი, რომელნი იდგეს სურამის ბოლოს.

Line of edition: 27    
მაშინ არჩივა მოურავმან: "თხრილის პირს გარეშემო მეთოფე[ე]ბი შემოვახვიოთო
Line of edition: 28    
და ცხენოსანი მინდვრად მივიდეთო". და დაუჯერეს მოურავსა და მივიდენ ეგრეთ,



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.