ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 386

Page of edition: 386  Line of edition: 1    მუნ კუელთას შეიპყრეს მღდელი ერთი, სახელით თევდორე, პატიოსანი და მოშიში
Line of edition: 2    
ღმრთისა და ერთგული მეფისა თჳსისა. და რა მოვიდენ გოსტიბის თავსა, დაუწყეს
Line of edition: 3    
მღდელს თევდორეს ლახტითა ცემა და ეტყოდენ, ვითარმედ: "მიგვიძეღ მეფეზედა",
Line of edition: 4    
და სწადდათ სიკუდილი მეფისა. და მღდელმან გულში ასე თქუა: "ჩემის ორის დღის
Line of edition: 5    
სიცოცხლისათჳს ამას რატომ ვიქ, აწ მიუძღუე და მეფე მოვაკულევინო და ქართლიც
Line of edition: 6    გააოჴრონ, მე რაღა მეშუელებაო და ან ჩემს სულსაო". მაშინ მღდელი წამოუძღუა და
Line of edition: 7    
ქუენადრისის გზაზედ ჩამოუძღუა, ერთაწმიდასა და ცხირეთზედ დიაღ შორს დარჩნენ;
Line of edition: 8    
და მაშინ სცნეს ყირიმთა, რომ მეფეზედ შორს იყვნენ, და გააგდებინეს თავი მღდელს
Line of edition: 9    
თევდორეს. და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა თანა.

Line of edition: 10    
და რა მოიცვეს ერთაწმიდა, ახალქალაქი, მაშინ წამოხედეს ცხირეთიდამ მეფემან
Line of edition: 11    
და სპათა მისთა, რამეთუ ქრცხინვალიდამ წამოსულიყო მეფე და ცხირეთს მოსულიყო,
Line of edition: 12    
და ნახეს ჯარისა სიმრავლე. მაშინ თანა-ახლდა მოურავი გიორგი და ციციშვილი
Line of edition: 13    ზაზა. მაშინ მოაჴსენა მოურავმან მეფესა ვითარმედ: "ნუ ასჩქარდებითო და ვნახოთ
Line of edition: 14    
ღმერთმან რა მოახდინოსო". რამეთუ იყო ესე მოურავი კაცი გულსრული და კარგი
Line of edition: 15    
სარდალი, ჭკუიანი და გონიერი. და წარვიდა მოურავი, და რომელიმე იყვნენ გარემონი
Line of edition: 16    
ჯარნი, მოვიდა და შემოეყარა მეფესა, და სხუანიცა ბარათიანნი და რომელნიცა
Line of edition: 17    
იყვენ მის-კერძონი ქართველნი; შეიყარა ჯარი თჳსი, რაოდენიცა ჰყვანდა, და ზაზაცა
Line of edition: 18    თანა-ახლდა. და წარვიდა მოურავი ყირიმის ჯარზედ და ჩავიდა ნიაბთ ბოლოსა სხერტის
Line of edition: 19    ჭალაზედა და მუნ დახუდენ ყირიმნი. მაშინ შეუტივეს მოურავმან და დაჴოცა ჯარი
Line of edition: 20    
მრავალი \ და ყვეს მრავალი მარცხი და ზიანი. ხოლო ზაზა ციციშვილმან მოკლა
Line of edition: 21    
ერთი დიდი ფაშა და ჩამოჴდა, თავსა სჭრიდა. ამაზედან წამოადგნენ მრავალნი ყირიმნი
Line of edition: 22    
და, რა სცნა, ზაზამან მოჭრილი თავი წუერით კბილში დაიჭირა და მოახტა ცხენსა
Line of edition: 23    
და წარმოვიდა. და სხუანიცა მრავალნი სახელნი ქმნეს იმ დღესა. მოვიდენ \ და
Line of edition: 24    
მოართუეს მეფესა მრავალნი თავნი და ნატყუენავი.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.