ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 385

Page of edition: 385  Line of edition: 1    და მორჩილ ექმნა და ჩამოჰყვა შერთვასა ხორაშანისასა. და წარმოგზავნა თჳს[ს]ა
Line of edition: 2    
ადგილსა და მოვიდა თეიმურაზ კახეთსა. ხოლო ყაენმანც მოსწერა \ ლუარსაბს მოყურობა
Line of edition: 3    
თეიმურაზისა. და სთხოვა ქალი თეიმურაზ, და ყაენის სიტყუას ვერცა ლუარსაბ
Line of edition: 4    გარდავიდა და მისცა დაჲ თჳსი ხორაშან. და წარიყვანა ქალი და ქმნა ქორწილი პატიოსანი
Line of edition: 5    
თეიმურაზ.

Line of edition: 6    ხოლო ამა ჟამსა შინა ხონთქარი სულთან მურად ბაღდადს მიწევნულიყო და
Line of edition: 7    
ყირიმის ჯარი თან ახლდენ. და რაჟამს ხვანთქარს სულთან მურადს ბაღდადის საქმე
Line of edition: 8    
გაერიგებინათ, მაშინ \ ყირიმის ჯარისათჳს დასტური მიეცა. მაშინ ერთსა ვისმე თათარხანთათჳს
Line of edition: 9    
ერჩია, რომე, რადგან წავალთ, ქართლის გზა დიაღ კარგი არის და ჩუენზედაც
Line of edition: 10    
მარჯუე არის, და იმაზედ გავიაროთ და საშოვარიც მრავალი ვიშოვნოთ და წარვიდეთ
Line of edition: 11    
უზიანოთ. და წარმოემართნენ ქართლზედ ვითარ სამოცი ათასი კაცი.

Line of edition: 12    
და მას ჟამსა მეფე ლუარსაბ იდგა ქრცხინვალს. და ამ ჟამში გამდიდრებულ იყო
Line of edition: 13    
ქართლს მოურავი სააკაძე გიორგი, რომელი იყო მოურავი ტფილისისა, და ესრეთ
Line of edition: 14    
გამდიდრებულიყო, რომე შემდგომად მეფისა იგი იყო. და ამას უთხრეს ქუეყნის არევის
Line of edition: 15    
მოყუარეთა და მეჩხუბართა კაცთა, ვითარმედ: "მეფე სიკუდილს გიპირებს, რამეთუ
Line of edition: 16    
სძაგს სიმდიდრე და მორჭმა შენი". ხოლო მოურავს რა ესმა საქმე ესე, დაიწყო რჩევა
Line of edition: 17    
და ლაპარაკი. მაშინ მიუგზავნა მეფემან კაცი და შეუთუალა, ვითარმედ: "რა გნებავს.

Line of edition: 18    
ყოფად, რომე დღითი-დღე არა დასცხრები ლაპარაკისაგან და ჩურჩულისაგან". ხოლო
Line of edition: 19    
მოურავმან მიუგზავნა მროველი \ ავალიშვილი დომეტი და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ:
Line of edition: 20    
"სიკუდილსა და ღალატს მიპირებო და რას მემართლები, დანაშაული რა მაქუსო,
Line of edition: 21    
რომ მიწყრებიო და გნებავს სიკუდილი ჩემიო". ხოლო მეფემან უარყო და ფიცით
Line of edition: 22    
შეიჯერა, ვითარმედ: "არა მწადს სიკუდილი შენიო".

Line of edition: 23    
და ამა ჟამსა შინა მოუვიდათ ამბავი, რომე თათარხანი თრიალეთზედ მოვიდაო.

Line of edition: 24    
მაშინ გუნება ვერ დაასერეს მართლა და გაგზავნეს იარალი, რომე წადი და მართალი
Line of edition: 25    
შეიტყევო, და გზები შეკარო, და ადრე გვაცნობეო ამბავი, თუ მოსულანო. რამეთუ
Line of edition: 26    
მაშინ მეფე \ იყო სუბათ და არავინ ახლდენ დარბაისელნი ქართველნი, რამეთუ იყვნენ
Line of edition: 27    
თავისა, და წარმოვიდა და დადგა მეფე ცხირეთს.

Line of edition: 28    მაშინ წარვიდა იარალი და დახერგა გზები და ერთსა მოსავალსა ალაგსა დადგნენ
Line of edition: 29    
თჳთან. და თჳთ უგრძნობლად თავს წამოადგენ თათარნი და მძინარენი ამოსწყჳტეს
Line of edition: 30    
და დაჴოცეს, და ერთიცა მათგანი არავინ განერა.

Line of edition: 31    
და წარმოვიდნენ თათარნი და მოვიდეს და დაწვეს მანგლისი და კუელთა. \ და



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.