ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 384

Page of edition: 384  Line of edition: 1    მეფე ლუარსაბ


Line of edition: 2    და მას ჟამსა მოკუდა მეფე გიორგი და დაჯდა მის წილად ძე მისი ლუარსაბ
Line of edition: 3    პატარა. და ამას ჟამსა შინა იყო ქართლი ფრიად გლახაკი და საჴმართაგან უღონო:
Line of edition: 4    
ლაშქრობისა და ოჴრებისაგან პირველად იავარ ქმნილიყო ურუმთაგან, და უფროსად,
Line of edition: 5    
სჳმონ მეფე რომ ურუმთ ტყუედ ჰყვეს, მაშინ \ გამოიღეს საჴსარი მრავალი და არღარა
Line of edition: 6    
დაზოგეს რა ქართველთა თავისის ბატონის გამოჴსნისათჳს. და ამაში მეტად გლახაკ
Line of edition: 7    
და უპოვარ იყო ქართლი, ხოლო კახეთი იყო ფრიად მორჭმული და მდიდარი.

Line of edition: 8    
ოდეს მოკუდა გიორგი მეფე, დარჩა ორი ასული შუენიერი და სატრფიალო:
Line of edition: 9    
სახელი ერთსა ხორაშან და მეორესა თინათინ. და რაჟამს გამეფდა პატარა ლუარსაბ,
Line of edition: 10    მაშინ სთხოვა ყაენმან შააბაზ დაჲ თჳსი ცოლად. და მისცა დაჲ თჳსი თინათინ და
Line of edition: 11    
ესუა ცოლად შააბაზს.

Line of edition: 12    და მაშინ კეთილად პატრონობდა ბატონი თეიმურაზ კახეთსა. და რა იქმა წლისა
Line of edition: 13    
ათხუთმეტისა, მაშინ ითხოვა ქალი გურიელისა და ქმნა ქორწილი პატიოსანი დიდად
Line of edition: 14    
\ გამოჩუენებით. და ხანსა რაოდენსამე უკანა მიეცა ძე ორი: სახელი ერთისა მის
Line of edition: 15    
ალექსანდრე, მეორისა ლევან. და ამისა შემდგომად მიიცვალა ცოლი ბატონის თეიმურაზისა,
Line of edition: 16    ასული გურიელისა. და ყო მწუხარება და გლოვა დიდი ბატონმან თეიმურაზ
Line of edition: 17    და სრულიად კახთა, და იყვნენ დიდსა ურვასა შინა.

Line of edition: 18    
მაშინ მიესმა საქმე ესე შააბაზს, გლოვა და მწუხარება კახის ბატონისა, წარმოგზავნა
Line of edition: 19    
კაცი და შემოუთუალა, ვითარმედ: "მესმა შენი მაგ[გ]უარი მწუხარება და შეჭირვება,
Line of edition: 20    
და წარმოვედ ჩემდა, და მნახე და განიხარე, და მოგცემ წყალობასა და საბოძვარსა
Line of edition: 21    
მრავალსა".

Line of edition: 22    
წარვდა თეიმურაზ და მივიდა ყაენთანა და დახუდა ყაენი დიდად კარგად
Line of edition: 23    
და მისცა მრავალი და გამოიყვანა გლოვისაგან. დიდად ლხინობდენ და შეექცეოდენ.

Line of edition: 24    
და შემდგომად ხანსა რაოდენსამე მიიჴმო ბატონი თეიმურაზ საიდუმლოდ და უთხრა
Line of edition: 25    
ყაენმან ესრეთ, ვითარმედ: "მეფესა ლუარსაბს სთხოვე დაჲ მისი ხორაშან და შეირთე
Line of edition: 26    
ცოლად, რამეთუ იქმნები ქუისლი ჩემი და მოყუარე ლუარსაბისა და არღარა იქმნება
Line of edition: 27    
თქუენსა და იმას შუა მტერობა და შური". ხოლო მეფემან თეიმურაზ უთხრა უარი,
Line of edition: 28    
რამეთუ ეყოდენ და ნათესავნი იყვნენ, პაპიდაშვილი იყო, და ამისთჳს უთხრა დიდი
Line of edition: 29    
უარი. მაშინ არა უსმინა შააბაზ და უწყინა და, რადგან დაუჟინა, ნება დართო თეიმურაზ



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.