ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 397

Page of edition: 397  Line of edition: 1    სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოწყუედად", და კუალად, "რომელმან აღმიაროს მე წინაშე
Line of edition: 2    
კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა". ვინათგან იგი ესრეთ
Line of edition: 3    
აღმითქუამს გჳრგჳნსა მას დაუჭნობელსა და მოსაგებელსა, რომელი თუალმან არა
Line of edition: 4    
იხილა და ყურსა არა ესმა, ხოლო გულსა კაცისასა არა მოუჴდა; და ესეცა უწყი,
Line of edition: 5    
ვითარმედ სიკუდილისა თანამდებ ვარო და უვნებელად თანა-მაც განსვლა სულისა და
Line of edition: 6    
განშორება ჴორცთაგან, მეგულვების გარდაცვალება თიჴოანთა ამათ თბეთა და დაჴსნად
Line of edition: 7    
ნასხამთა ამათ და ანაქუსთა ჩემთა; ნამდვილ \ კეთილ არს ჩემდა, რათა მოსწრაფედ
Line of edition: 8    
ვრბიოდე ასპარეზსა მას ზედა ძლევისასა და მოვაკუდინო ასონი ქუეყანისანი და შეიმოსო
Line of edition: 9    
უკუდავი, ვინათგან უჭუელად ესე ყოფად არს. რაღა ყენება არს ჩემდა და არა
Line of edition: 10    
ვისწრაფი შესვლად ქორწილსა სიძისა მის შუენიერისასა და უკუდავისსა? და მზა არს.

Line of edition: 11    
ჩემდა მოცემად ჴმლითა თჳსითა გჳრგჳნსა მას უხრწნელებისასა. აჰა ჟამი შეწყნარებული
Line of edition: 12    
და დღე სათნო უფლისა".

Line of edition: 13    
და უწყოდა წინასწარვე არა შეწყალება და ულმობელობა \ მძლავრისა მის შააბაზისა,
Line of edition: 14    მაშინ ევედრებოდა გულითა მჴურვალითა და ცრემლითა ნაკადულითა და ზედასაზედა
Line of edition: 15    
მიწევნითა გარდაიხდიდა დღეთა მარხვითა.

Line of edition: 16    
კუალად აიძულა შააბაზ დატევება სჯულისა და არა ისმინა. მაშინღა განაჩინა
Line of edition: 17    
ტყუეობა ციხესა მას, რომელსა ჰქჳან გულაბყალა. და მუნ განეგულა აღსასრული
Line of edition: 18    
ძისი.

Line of edition: 19    
მაშინ აუწყა მეფემან ლუარსაბ ქართველთა, რომელნიცა ჰყვეს თანა, და წარმუთხრა
Line of edition: 20    
ყოველივე ანდერძი თჳსი და უბრძანა ესრეთ: "ესერა დაუტეობ საწუთოსა ამას
Line of edition: 21    
\ სოფელსა და განგეშორები თქუენგან და წარვალ მეუფესა ჩემისა ღ(ვ)თისა წინაშე,
Line of edition: 22    
რომლისათჳსცა მსუროდა, გარნა ნუ დამივიწყებთ და ესე-მებრ სიტყუა გეჴსენედ და
Line of edition: 23    
ცრემლით მგოდებდით, რომელნიცა ხართ ჩემ თანა აღზრდილნი და რომელნიმე ხართ
Line of edition: 24    
გამზრდელნი ჩემნი, და ნუ უგულებელს ჰყოფთ ტკბილად პატრონს ყმურებრ მეგობრობასა
Line of edition: 25    
და სიყუარულსა. ჩემსა, რამეთუ მნებავს თქუენ მიერ, რათა წესისაებრ საქართველოსა
Line of edition: 26    აღუტეოთ ზარი და ჴმა დაფლვისა ჩემისა და ეგრეთ სტიროდეთ ჩემ ზედა,
Line of edition: 27    
რამეთუ ამირითგან არღარა მეგულების სმენა ჴმისა თქუენისა არამედ მეგულვების
Line of edition: 28    
სმენა ჴმისა მის ანგელოზებრივისა სიხარულისა და ზატიკობისა".

Line of edition: 29    
მაშინ აღუტევეს ქართველთა ჴმა რა მათ გოდებისა და ტირილისა, ვითარცა
Line of edition: 30    
რაქაელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა ნუგეშინისცემის, და ტიროდენ ზარითა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.