ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 396

Page of edition: 396  Line of edition: 1    და ჰქონდა შური დიდი მისთჳს იდუმალ. მაშინ უთხრა შააბაზ: "რადგან ამისთანა
Line of edition: 2    
მონადირე კაცი ხარო და უებრო მშჳლდოსანიო, ყარაბაღი დიაღ კარგი სანადირო და
Line of edition: 3    
შესაქცეველი ადგილი არისო და წარვიდეთ იქაცაო და შევიქცეთო, მოვინადიროთ და
Line of edition: 4    
ვილხინოთო. და წარიყვანა მუნცა.

Line of edition: 5    
და ხანსა რაოდენსამე უკანა კუალად უთხრა: გილან-მაზანდარა" და მისი გარემონი
Line of edition: 6    
ქუეყნებიცა კარგი სანადირო არისო, წარვიდეთ მუნცაო და შევექცეთო.

Line of edition: 7    
და რა მიიყვანა აშრაფს, მაშინ დაჰპატიჟა სჯული. ხოლო მან არა უსმინა და
Line of edition: 8    
არცა უარ-ყო სჯული თჳსი. მაშინ განრისხნა შააბაზ და იგონებდა ბოროტსა მეფის
Line of edition: 9    
ლუარსაბისათჳს: და აღუთქმიდა მრავალსა ნიჭსა და სიტყჳთა ლიქნისათა ზაკჳთ ჰგონებდა
Line of edition: 10    
ცთუნებად და მიქცევად სჯულსა მისსა ზედა, რეცათუ დაარწმუნოს ვერაგობითა
Line of edition: 11    
თჳსითა, და ვერ მძლე ექმნა, არამედ ამაო იქმნა სიცბილი მისი, და ვერ ეწიფა ნებასა
Line of edition: 12    
გულისა თჳსისასა. უმეტესად აღივსო შურითა, ვითარცა იტყჳს დავით: "უმზირინ
Line of edition: 13    
ცოდვილი მართალსა და იღრჭინის მის ზედა კბილნი მისნი, ხოლო უფალი ეცინინ
Line of edition: 14    
მას, რამეთუ წინასწარ ხედავს მას", და შემდგომნი ამისნი.

Line of edition: 15    
მაშინ ესმნეს სიტყუანი ესე მძლავრსა მიერ მეფესა ლუარსაბს, არად შერაცხა
Line of edition: 16    
რისხვა მძლავრისა, არამედ \ ეგო ვითარცა ანდამატი, და შეუძვრელ ვითარცა კლდე,
Line of edition: 17    
და უშიში იყო ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსსა. და არა იგონებდა წარმავალსა
Line of edition: 18    
ქუეყნიერსა ზრუნვასა, არამედ ზეცად მიმართ აღაფრენდა გულსა და გონებასა თჳსსა.

Line of edition: 19    
ვითარცა ორბი ზეაღმფრინვალე ეთერისა მიმართ, ეგრეთ განახლებად ისწრაფდა და
Line of edition: 20    
შემოსად სულიერისა სამოსლისასა და განგდებად. თმისა ამის მოკუდავისა და შემოსად
Line of edition: 21    
უკუდავისა მის, რომელი მოსიეს \ წმიდასა მჴნეთა მოწამეთა, და წარმომთქმელი სიტყჳსა
Line of edition: 22    
მოციქულისა, ვითარმედ: გული მითქუამსო განსვლად და ყოფად ქრისტეს თანა".

Line of edition: 23    
განიცდიდა სიმჴნესა და ღუაწლსა წმიდათა მოწამეთასა გჳრგჳნსა და მოსაგებელსა
Line of edition: 24    
მათსა, და უფროსად მობაძავ და საღვთოდ მოშურნე ქმნილიყო მეფეთა შორის წარჩინებულისა
Line of edition: 25    
და მოწამისა მეფისა არჩილისა და ვახტანგისა და იტყოდა მიციქულისა
Line of edition: 26    
მიერ თქმულსა მას: "უკეთუ მოვკუდე ქრისტესთჳს, მრწამს, რამეთუ რამეთუ მის თანაცა ვსცხონდეთ
Line of edition: 27    
და, უკეთუ მან სახიერმან სიკუდილითა თჳსითა გჳჴსნა ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა,
Line of edition: 28    
ჩუენცა თანა-გუაც; რათამცა დავსთხივნეთ სისხლი მისთჳს და არა ვრიდოთ
Line of edition: 29    
თავთა ჩუენთა მისთჳს. ნეტარ თუმცა ღირს მყოს სახიერმან მან, რათამცა არა ერთგზის
Line of edition: 30    
და ორგზის მივსცე თავი ჩემი სიკუდილსა, არამედ მრავალგზის, რომელმან
Line of edition: 31    
მიბრძანა ჴმითა მით საუფლოთა: "ნუ გეშინინ, რომელთა მოგწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.