ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 395

Page of edition: 395  Line of edition: 1    შემოეყარა პატივი-სცა ლუარსაბს და მოიყვანა თჳსთა თანა და დიდად განიხარა
Line of edition: 2    
ყენმან შააბაზ და სცა დიდი პატივი. ხოლო ხანსა რაოდენსამე იყვნენ შექცევაშიგან.

Line of edition: 3    
ხოლო შემდგომად ამისა თქუა გულსა შინა ყაენმან შააბაზ და ეშინოდა, ნუ უკუე ქართველთა
Line of edition: 4    არავინ გამოუცვალოს გულიო და არა აღადგინოს \ შფოთიო. ხანსა რაოდენსამე
Line of edition: 5    
უკანა შააბაზ ინება წარსვლად ტფილისად, და უთხრა მეფესა ლუარსაბს: "წარვიდეთ
Line of edition: 6    
ტფილის[ს]აო და ვილხინოთ მუნცაო და შევექცეთო, შენ მუნ დაგაგდებ და მე
Line of edition: 7    
წავალო".

Line of edition: 8    
და რა ჩავიდენ ივლისს, მუნ რქუა: "წარვიდეთ ყარაიაზედ და ვინადიროთ
Line of edition: 9    
შევიქცეთ ნადირობითა და ლხინითა, შენ დაგაბრუნებ და მე წავალო". რა მივიდენ
Line of edition: 10    
ყარაიაში, შემოავლეს ჯელგა დიდი და არამიცა თანა ახლდენ. მაშინ არმისათჳს
Line of edition: 11    
კარავი და შუაში შემოავლეს თეთრი, და თჳთ შააბაზ და ლუარსაბ დაკარდენ და
Line of edition: 12    
მოემზადნენ სასროლად.

Line of edition: 13    
რამეთუ ესე მეფე ლუარსაბ იყო კაცი შუენიერი და კეკლუცი და სანახავად სატრფიალო,
Line of edition: 14    
და არსად გამოსულა ამისთანა შუენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა სამღთო-საკაცობოთ
Line of edition: 15    
ზნეობით გათავებული და უკლები.

Line of edition: 16    
მაშინ მოინადირეს ყარაია. და მოკლა მეფემან ლუარსაბ კარზედა ცხრამეტი.

Line of edition: 17    
და რა ნახა ესე შააბაზ, უფროსად აღეგზნა გულსა მისსა შური მისი და გაუმტერდა,
Line of edition: 18    
დაღაცათუ პირისპირ დიდს ქებას ეუბნებოდა და ეფერებოდა არამედ გულში დიდად
Line of edition: 19    
ემტერებოდა და არჩევდა ამისთჳს ბოროტსა.

Line of edition: 20    
მაშინ დამან მეფისამანცა გაუგზავნა საიდუმლოდ წიგნი და ასწავა: \ "ამას ასე
Line of edition: 21    
გამოჩუენებით, სიკეთით და შუენიერებით ნუ ეჩუენებით, მე ვიცი ამისი ამბავი, რომ
Line of edition: 22    
შურიანი და ხვანჯიანი კაცი არისო, და ეწყინებაო შენი სიკეთე გულშიაო. პირად კი
Line of edition: 23    
ვერას გეტყჳსო, მაგრამ ერიდე და ფრთხილად იყაო". მაშინ მეფემან ლუარსაბ უთხრა:
Line of edition: 24    
"აწ რა ვქნა, რაგინდ რომ ავად ვაჩუენო და ჴელი შეუწყო, ეს ხომ ვიცი, აღარ
Line of edition: 25    
გამიშუებსო და, რადგან კი აღარ გამიშუებსო, ისევ-ისევე კარგად ვეჩუენებიო, ისი
Line of edition: 26    
სჯობსო".




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.