ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 394

Page of edition: 394  Line of edition: 1    და, რა მათ ესე სიტყუა დააბარა და გაისტუმრა, მოიჴმო შადიმან სუფრაჯი
Line of edition: 2    
რომელი იყო გამზრდელი ლუარსაბისა, და დაიწყო ტირილი შააბაზ ყაენმან და თქუა:
Line of edition: 3    
"მე მეფეს ლუარსაბს როგორ წავაჴდენო, მეფის სიმონის შვილისშვილსა და მეფის
Line of edition: 4    
გიორგის შვილსა მე ავსა და ურიგოს როდის ვკადრებო, მაგრამ ეს თეიმურაზ მიცდინაო
Line of edition: 5    
და მომიტყუაო. ესე იცოდე, თუ მეფე ლუარსაბ მოვა და შემომრიგდებაო, დიდს
Line of edition: 6    
წყალობას უზამო და გავამდიდრებო. და მისცა ფიცი საშინელი და საფიცარი და
Line of edition: 7    
იტირა ბევრი,
Line of edition: 8    
და რა ნახა შადიმან ესევითარი ტირილი. და საფიცარი შააბასისა, მაშინ დააჯერა
Line of edition: 9    
გული, რომ მეფეს ლუარსაბს ყაენი დიდს წყალობას უზამსო და კიდეც შეირიგებსო,
Line of edition: 10    
\ ამაზედ დიდად დააჯერა გული.

Line of edition: 11    
ხოლო ამას ყოველსავე ჴერჴითა და ილათითა იქმოდა შააბაზ. მაშინ გაუგზავნა
Line of edition: 12    
შადიმან სუფრაჯი და გაატანა ერთი გულის სანდო ერთგული ხოჯა ყაენმან და მისწერა
Line of edition: 13    
წიგნი და საფიცარი და გაუგზავნა მურასა ჴრმალი.

Line of edition: 14    
მაშინღა ჰყვანდა შააბაზს ცოლად დაჲ მეფისა ლუარსაბისა და მასცა მიაწერინა
Line of edition: 15    
წიგნი და იჴმო მეფე ლუარსაბ, რამეთუ დაატყუა დაცა მეფისა. და მისცა მრავალი საბოძვარი
Line of edition: 16    
და საჩუქარი კათალიკოზს მალაქიას და აბაშიძეს ლევანს და აღავსო პირთამდი.

Line of edition: 17    
რა მივიდნენ ესენი მეფესა ლუარსაბსა თანა და გიორგის იმერეთის მპყრობელი
Line of edition: 18    
თანა, მოაჴსენეს ამბავი ესე, ყაენისაგან დანაბარები, და აუწყეს ყოველივე. და შადიმანც
Line of edition: 19    საფიცარი აჩუენა, და ხოჯამან ჴრმალი მიართუა, და მიართუეს. დისა მისისაგან
Line of edition: 20    
მიწერილი წიგნი. მაშინღა დააჯერა გული მეფემან ლუარსაბ და აემზადა \
Line of edition: 21    
წამოსასვლელად.

Line of edition: 22    
და პატრონმან იმერეთისამან გიორგი შეატყობინა დადიანს ლევანს და გუ\რიელს
Line of edition: 23    მამიას, რომელი იყო ესე გურიელი მამია ძე ვახტანგ გურიელისა. მაშინ მოვიდენ
Line of edition: 24    
ისინიცა და შეიყარნენ ერთად. ურჩდეს ბატონმან თეიმურაზცა და სრულიად იმერელთა,
Line of edition: 25    რომე ყიზილბაშთ მრავალი ტყუილი იციანო და დაუნდობარნი კაცნიც არიანო, არც
Line of edition: 27    
შენ დაგინდობენო, ნუ წახვალო.

Line of edition: 28    
ხოლო მან არა უსმინა და წარმოვიდა. გამოყვნენ გზასა რაოდენსამე თანა და
Line of edition: 29    
გამოესალმნენ და დაბრუნდენ, ისინი იქით წავიდენ და მეფე ლუარსაბ წარმოვიდა და
Line of edition: 30    
მოვიდა შააბაზ ყაენთანა გორს.

Line of edition: 31    და მან არც იჩემა წინამიგებება, არამედ სანადიროდ ცხენს შეჯდა და წინ



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.