ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 403

Page of edition: 403  Line of edition: 1    და მოუყენა გუერდსა კახი სა[ხ]ლთუხცესი ნოდარ, და თჳთ წარვიდა ხონთქართანა
Line of edition: 2    
შჳდასის კაცითა. და რა ესენი წარვიდენ. მაშინ შეეტყო ყაენს ბატონის თეიმურაზისა
Line of edition: 3    ხვანთქართან წასვლა და მისის ცოლისა და შვილის საათაბაგოს დაგდება. მაშინ
Line of edition: 4    
შემოუთუალა ერევნის ხანს, ამირგუნა-ხანს, და მოსწერა წიგნი ესრეთ: "ბატონი თეიმურაზ
Line of edition: 5    ხონთქართან წასულა და მისი ცოლი და შვილი საათაბაგოში დაუგდია, შიყარე
Line of edition: 6    
ჯარი, წადი, \ დაესხი თავსა, აიფორაქე მისი ცოლშვილი და საქონელი, და ცოლშვილი
Line of edition: 7    
აქ გამომიგზავნე".

Line of edition: 8    
მაშინ წარვიდა ამირგუნა-ხან, -- ზამთარი იყო და დიდი თოვლი მთაზედ, -- გადასთხარა
Line of edition: 9    
მთა და წარვიდა. ხოლო მას ღამესა სიზმარი ენახა ბატონის თეიმურაზის.

Line of edition: 10    ცოლს ხორაშანს, ვითამ სიზმარში ყიზილბაშნი თავს დასხმოდენ და აეფორაქათ მისი
Line of edition: 11    
ხიზანი და საქონელი. და რა გამოღვიძებოდა ბატონს ხორაშანს, ღამესა მასვე აყრილიყო
Line of edition: 12    
და შესულიყო ოლთისის ქალაქიდამ ციხეში, რაც რამ ჰყვანდა და ჰქონდა,
Line of edition: 13    
იგიცა ყველა ციხეში შეხიზნა, რამეთუ უწინ ციხეს დაბლა \ იდგნენ. და წარვიდა
Line of edition: 14    
ამირგუნა-ხან ღამესა მას, მივიდა, სადაც ბატონის თეიმურაზის ცოლი და შვილნი
Line of edition: 15    
იდგნენ, იმ სოფელს თავს დაესხნენ. და მოარბია სოფელი იგი და იავარ-ყო და სხუა
Line of edition: 16    
ვერა მოაჴელა-რა, გაბრუნდა და წარვიდა. მაშინ სცნა ნოდარ სახლუხუცესმან, შემოიყარა
Line of edition: 17    
ცოტა რამ საათაბაგოს კაცნი და, რაც \ თჳთან ჰყვანდა, იგიცა, და გამოუდგა
Line of edition: 18    
უკანა, მიეწია ამირგუნა-ხანს, მრავალი კაცი ამოუწყჳტა, თჳთ გამოაქცივა და იშოვნა
Line of edition: 19    
მრავალი საშოვარი, გამობრუნდა და მოვიდა გამარჯუებულ ბატონის თეიმურაზის
Line of edition: 20    ცოლშვილთანა.

Line of edition: 21    
ხოლო რაჟამს მივიდა ბატონი თეიმურაზ სტამბოლს, მაშინ იჯდა ხონთქარი
Line of edition: 22    
სულთან-იბრაჰიმ. და სცა დიდი პატივი ბატონს თეიმურაზს შეეხუეწა ბატონი თეიმურაზ.

Line of edition: 23    სთხოვა ჯარი. ხოლო მაშინ ყიზილბაშთა და ურუმთა შუა საფიცარი იყო და
Line of edition: 24    
შერიგებულიყვნენ. როდეს გაეყოთ ქუეყნები, პირობა დაედვათ რომე არღარა იყოს
Line of edition: 25    
ბრძოლა ერთმანერთშია, და ამისთჳს არ აჰყვა ხონთქარი და მოსცა სარჩოდ სანჯახები,
Line of edition: 26    
და მრავალი წყალობა უყო და გამოისტუმრა და წარმოვიდა ბატონი თეიმურაზ.

Line of edition: 27    მას ჟამსა იყვნენ ხონთქრის მამულში მრავალნი ჯალალნი. განდგომილნი ხონთქრისანი,
Line of edition: 28    
დახუდენ ბატონს თეიმურაზს წინა. და ამას ახლდა შჳდასი კაცი, და იგინი
Line of edition: 29    
იყვნენ \ ურიცხუნი, და მრავალნი შემოებნენ ბატონს თეიმურაზს. მისცა ღმერთმან
Line of edition: 30    
გამარჯუება და ბატონს თეიმურაზს გაემარჯუა. და ამოსწყჳტა მრავალი ჯალალი.

Line of edition: 31    
ერთსა დღესა შჳდჯერ შეებნენ და შჳდჯერვე ამას გაემარჯუა: ასე მოუმართა ღმერთმან
Line of edition: 32    
ჴელი, რომე შჳდასი კაცი ახლდა, არც ერთი არ დაჰკლებია, და მათი მრავალი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.