ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 404

Page of edition: 404  Line of edition: 1    ამოსწყჳტა. და მოვიდა გამარჯუებული ცოლსა და შვილშია. და მცირესა ხანსა უკანა
Line of edition: 2    
წარვიდა გონიას და მუნ იყოფებოდა.

Line of edition: 3    
და ამა ჟამსა შინა მოკუდა ბატონი საბარათიანოსი ბაგრატ, ძე დავითისი, ქრისტეს
Line of edition: 4    აქეთ [....] და მიესმა შააბაზს სიკუდილი მისი, რამეთუ არა ჰქონდა იმედი ფეიქარხან,
Line of edition: 5    რომელი \ იჯდა კახეთს, რათამცა მას კეთილად გაერიგებინა საქმე კახეთისა და
Line of edition: 6    
საქართველოსი.

Line of edition: 7    მაშინ მოურავი დიდს ხანს ახლდა შააბაზს გუერდსა და მრავალი ემსახურებინა
Line of edition: 8    
მოურავსა. და დაანდო გული და წყალობაც მრავალი ექნა, იცოდა, რომ მოურავმან
Line of edition: 9    
ჩემს იქით არა იცის რაო. და უბრძანა მოურავს: "მნებავს წარსვლა შენი საქართველოში
Line of edition: 10    და თანა წარგატან ყარჩიხა-ხანს სპითა მრავლითა და ძესა ბაგრატისასა, პატარა
Line of edition: 11    
სჳმონ-ხანს, წარვედ და მივედ პირველად და მოაოჴრე სრულიად კახეთი და იავარ-ყავთ
Line of edition: 12    
და მოსარ პირითა მახჳლისათა ქართლი, აჰყარე და ჩამომისხი აქა". აღუთქუა ნიჭი
Line of edition: 13    
დიდი და საბოძვარი მრავალი.

Line of edition: 14    
ამას შინა გამოჴდა ხანი მრავალი და იყო მოურავი მუნვე. მას ჟამსა იყო ვინმე
Line of edition: 15    
ისპაანს, ხოსრო-მირზა სახელით, და ესე ხოსრო-მირზა იყო ხარჭისაგან ნაშობი დავით
Line of edition: 16    მეფისა, ძმისა დიდის სჳმონ მეფისა.

Line of edition: 17    
ოდეს წარსულ იყო ესე დავით შააბაზ ყაენთანა, მაშინ წარიყვანა წავკისიდამე
Line of edition: 18    ქალი ერთი და ეპყრა ხარჭად. და ვითარცა მიდგომილ იქმნა დედაკაცი იგი დავითის
Line of edition: 19    მიერ, შვა ძე და უწოდა სახელად ხოსრო-მირზა. ხოლო ოდეს წარმოგზავნა ყაენმან
Line of edition: 20    
დაუთხან საქართველოში, მუნ დაშთა ყრმა იგი მცირე ხოსრო-მირზა და დედა მისი.

Line of edition: 21    
და იყო ობლად ესე ხოსრო-მირზა და არავინ იყო მწედ მისა, თჳნიერ დედისა მისისა.

Line of edition: 22    
და შექმნილიყვნენ ორნივე დედა-შვილნი სჯულითა მაჰმადიანნი და იყოფებოდენ დიდად
Line of edition: 23    
გლახაკად და უღონოდ ყოვლისავე საქმარისაგან.

Line of edition: 24    
მაშინ მოვიდა ესე ხოსრო-მირზა მოურავთანა და მცირედი რამე მოართუა მოურავსა.

Line of edition: 25    
ხოლო მოურავმან რა იხილა ხოსრო-მირზა, წარმოუდგა ფერჴზედ, დაუცალა
Line of edition: 26    
ადგილი თჳსი, მიიყვანა და დასუა იგი და პატივ-სცა დიდად. ხოლო იყო მოურავი
Line of edition: 27    
მაშინ ყაენისაგან დიდად პატივცემული და მორჩილებდენ სულად ყიზილბაშნი და
Line of edition: 28    
გუერდს ახლდენ მრავალნი იხილეს რა ყიზილბაშთა ესევითარი პატივისცემა \ ხოსრო-მირზასი,
Line of edition: 29    ჰკითხეს მოურავსა: "ვინ არს კაცი ესე, რომელსა ესრე დიდად პატივ-ეცო".

Line of edition: 30    
ხოლო მოურავმან აუწყა მათ, ვითარმედ: "ესე არსო ძე დაუთხანისა, პატრონისა ჩემისაო".

Line of edition: 31    
მაშინ სცნეს ყიზილბაშთა ესე და უპყრობდენ დიდსა პატივსა ხოსრო-მირზას.

Line of edition: 32    მაშინ დიდად კეთილსა უყოფდა \ ყაენი ხოსრო-მირზას და მისცა მოურაობა ისპაანისა
Line of edition: 33    და ჰყვანდათ ესე მეტოქად ქართლის ბატონისა.






This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.