ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 405

Page of edition: 405  Line of edition: 1    მეფე სვიმონ


Line of edition: 2    და აემზადა მოურავი, წარმოვიდა და გამოატანეს მეფე სჳმონ პატარა თანა. და
Line of edition: 3    
მოვიდენ ქართლსა ლაშქრითა მრავლითა და იღუწიდა მოურავი საქმესა მას რომელ
Line of edition: 4    
ჰქონდა უწყებული ყაენისაგან. და ოდეს გამოგზავნა მეფე სჳმონ ყაენმან, მაშინ მისცა
Line of edition: 5    
ყაენმან ასული ყორჩიბაშისა ცოლად და წარმოატანა თანა. და იყო ქალი ყორჩიბაშისა,
Line of edition: 6    შვილისშვილი ყაენისა, სახელით ჯანბანუმ.

Line of edition: 7    და ოდეს მოვიდეს საქართველოშია, და შემოეყარნენ ქართველნი, და რა ნახეს
Line of edition: 8    
ქართველთა ჯარისა სიმრავლე, მაშინ იფიქრეს და თქუეს: "ესე საქმე მიზეზი რამე
Line of edition: 9    
არის ამდენის ურიცხჳს ჯარისა გამოგზავნა". ხოლო მოურავმან დაუფარა და შეიჯერა
Line of edition: 10    
ფიცითა დიდითა, ვითარმედ: "ამა ჯარისა სიმრავლე საქართველოსათჳს არ არის
Line of edition: 11    
საზიანო, ნურცარა ფიქრი გაქუსთ, თქუენი საქმე მე დამადევითო. მაშინ დააჯერეს
Line of edition: 12    
გული ქართველთა, წარვიდენ და \ დადგნენ მუხრანს.

Line of edition: 13    ხოლო გაგზავნეს კაცნი და იჴმნეს კახნი. და შემოეყარნენ კახნი ღართისკარზედა.

Line of edition: 14    ქმნა მოურავმან ბოროტი დიდი: გამოავლო ყარჩიხან თეჯირი კარავსა თჳსსა
Line of edition: 15    
და დაჰპატიჟა, ვითარმედ: "მოვიდენ კახნი და ხალათებს მივსცემო" და მიადგნენ კარსა
Line of edition: 16    
კახნი, შეიყვანდენ კახთა და მოსჭრიდენ თავსა, ხოლო გარეთ-მდგომთა კახთა ეგონათ
Line of edition: 17    
ხალათის ძლევა და მუნ დასხდომა მათი. მრავალთა მოსრვისა შემდგომად სცნეს კახთა
Line of edition: 18    საქმე ესე და გაიკრეს ჴრმალს ჴელი, და თათარნი კი დაერიდნენ. და გამოიქცენ
Line of edition: 19    
კახნი და კნინღა და მცირედნი განერნენ.

Line of edition: 20    
ხოლო შემდგომად ამისსა იყვნენ ხანსა რასმე მუხრანსა და იყვნენ მზადებაშია,
Line of edition: 21    
რამეთუ სწადდათ აყრა ქართლისა. \ ჰქონდა მოურავს ჩუეულება, წარვიდოდა და მოუტევდა
Line of edition: 22    
ქორსა. დღესა ერთსა კუალად განვიდა ქორის მოსატევად ჴევსა ლოჭინისასა
Line of edition: 23    და ნახა, რომე ერთი შათირი მოვიდოდა, და იცნა ყაენის შათირობაზედ. უჴმო მოურავმან
Line of edition: 24    
შათირსა მას მის\ვლად მის თანა, ხოლო შათირმან არ უსმინა, და, ვინათგან
Line of edition: 25    
არამორჩილ ექმნა შათირი იგი, მიეწია ცხენითა და შეიპყრა იძულებით გაჩხრიკა
Line of edition: 26    
და უნახა წიგნი. წაიკითხა და ესრეთ ეწერა ყარჩიხახანთანა ყაენისაგან, ვითარმედ:
Line of edition: 27    
"რაჟამს მოსრათ კახნი, აჰყარეთ ქართლი და წამოასხით, ხოლო მოურავს უღალატე,
Line of edition: 28    
მოსჭერ თავი და გამომიგზავნე". და რა წარიკითხა მურავმან ესე, მაშინ შათირი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.