ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 407

Page of edition: 407  Line of edition: 1    და მაშინ შეიყარნენ ქრთველნი და ზურაბ ერისთავი, აცნობეს დიდს მოურავსა და
Line of edition: 2    
მივიდნენ გათენების ხანსა. დაესხნენ ყიზილბაშთა. ხოლო მოურავი დიდად სახელოვნად
Line of edition: 3    
იყო მას ღამესა: მივიდა მოურავი და მოკლა თჳთ შუბითა ყორჩიხა-ხან,
Line of edition: 4    და შვილმან მისმან ავთანდილ მოკლა ყორჩიბაშის შვილი. და დაუშინეს, ამოსწყჳტეს
Line of edition: 5    
ქართველთა სრულიად ყიზილბაშნი. ესრეთ მისცა ძლევა ღმერთმან ქართველთა და
Line of edition: 6    
გაემარჯუათ: ამოსწყჳტეს, გააქცივეს და იქმნა გამარჯუება დიდი. და რა გაიქცნენ
Line of edition: 7    
ისინი, მაშინ გამარჯუებულნი ქართველნი წარვიდენ ფეიქარხანზედ, რომელი იჯდა
Line of edition: 8    
კახეთს, რამეთუ ამას ფეიქარ-ხანს ჰყვანდა ცოლად ბატონიშვილი ლელა. \ და უნდოდათ
Line of edition: 9    
დასხმოდენ თავსა ფეიქარ-ხანს და ის მოეკლათ, და ბატონიშვილი ლელა გამოერთმიათ
Line of edition: 10    
და ზურაბ ერისთავისათჳს მიეცათ. და რა წარვიდენ, მაშინ იგრძნა ფეიქარ-ხან
Line of edition: 11    და წარვიდა გაქცეული გამოუდგნენ და სდივეს ბარდამდი და ვერღარა მოეწივნენ.

Line of edition: 12    
მაშინ მოარბივეს ქართველთა ბარდა და განძა, და იავარ-ყვეს და იშოვეს მრავალი,
Line of edition: 13    
და წარმოვიდნენ და წარმოიღეს.

Line of edition: 14    
და გაუგზავნეს ბატონს თეიმურაზს კაცი გონიას და იჴმეს თეიმურაზ. მოიყვანეს
Line of edition: 15    
და კახეთს გააბატონეს.

Line of edition: 16    
ხოლო მაშინ განმგედ ქართლისა დაადგინეს დავით მეფის ძის შვილისშვილი
Line of edition: 17    
ქაიხოსრო, მუხრანის ბატონი, და არც განმგეობითა ემორჩილებოდენ მათ, არამედ
Line of edition: 18    
თჳს-თჳსად უფლობდენ ქართლის თავადნი.

Line of edition: 19    
და იყო მაშინ თავი და უფროსი კაცი მოურავი და ყოველნივე ქართველნი მას
Line of edition: 20    
მორჩილობდენ, რამეთუ თჳთ ზურაბ ერისთავი და ვინცავინ დიდი კაცნი იყვნენ ქართლისანი,
Line of edition: 21    დიდს მოურავს ქეშიკში უწვებოდნენ და ყმურად მონებდენ მას.

Line of edition: 22    
და ამის ჟამსა შინა დაემძახა ზურაბ ერისთავი ბატონს თეიმურაზს. და მისცა
Line of edition: 23    
ასული თჳსი დარეჯან ზურაბ ერისთავსა \ ცოლად. რამეთუ ესე ზურაბ ერისთავი გაეზარდა
Line of edition: 24    
მოურავსა პატარა ყმაწვილი და იყვნენ ერთმანერთისათჳს დიდად ერთგულნი
Line of edition: 25    
და უწყოდენ, უკეთუ ესენი ერთმანეთს გაეყრებოდენ, მაშინ წაჴდებოდა საქმე ამათი და
Line of edition: 26    
ამისთჳს მორჩილობდენ ერთმანერთსა.

Line of edition: 27    
და რა მიესმა საქმე ესე შააბაზს, დაჭერა ამილახორისა ანდუყაფარისა და ცოლისა
Line of edition: 28    
მისისა და ციხეში შეგზავნა, განრისხდა ფრიად და წარმოავლინა ისახან ყორჩიბაში



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.