ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 408

Page of edition: 408  Line of edition: 1    დიდითა მძლავრობითა წარმოვიდენ, მოვიდენ და დაიბანაკეს ალგეთზედა. მასინ შეიყარნენ
Line of edition: 2    
ქართველნიცა და კახი ბატონი თეიმურაზ შეყრილი კახითა და მოვიდნენ და
Line of edition: 3    
დადგენ კოჟორზედა და წარვიდენ ქართველნი.

Line of edition: 4    და მას ჟამსა შინა ხვანთქარი \ გასწყრომოდა მანუჩარ ათაბაგსა და ვეღარ დაუდგა
Line of edition: 5    
ურუმსა. მაშინ წარდმოვიდა ახალდაბას სამასის კაცითა. და რა სცნა საქმე ესე მანუჩარ
Line of edition: 6    ათაბაგმან, მაშინ წარმოვიდა სამასისა რჩეულისა კაცითა \ და შემოყარა. და
Line of edition: 7    
განიხარეს ქართველთა და კახთა სიხარულითა დიდითა, წარვიდნენ და მივიდნენ,
Line of edition: 8    
განთიადს დაესხნენ ყორჩიბაშსა. და შეეტყო მათცა და წინათ თოფხანა გამოეყენებინა
Line of edition: 9    
და, რა მივიდნენ ქართველნი, დაუშინეს თოფი და ასეთი კუამლი დადგა, რომ იმათი
Line of edition: 10    
ჯარი ვეღარ დაინახეს. რა გარდიყარა კუამლი, შეუტივეს ქართველთა და იქმნა ბრძოლა
Line of edition: 11    
ძლიერი. და მოისრა ყიზილბაშნი თოთხმეტი ათასი, ქართველნი და კახნი ცხრა
Line of edition: 12    
ათასი და მოუკუდა ზურაბ ერისთავს ცხრაასი. თავთაგან მოკუდა მაშინ აღათანგი ხერხეულიძე
Line of edition: 13    და მისი სახლისკაცნი შჳდნი და ბაადურ ციციშვილი, და კახი დავით ჩოლაყაშვილი
Line of edition: 14    შჳდი მოკუდა და ცხრა მაჩაბელი და სხუა აზნაურშვილი და მსახური და
Line of edition: 15    
გლეხი მრავალი ამოსწყდა. და გაემარჯუა ქართველთა და გაიქცნენ ყიზილბაშნი, და
Line of edition: 16    
სდიეს ვიდრე გატეხილ-ჴიდამდე, დაჴოცეს ურიცხჳ. ხოლო მაშინ ზურაბ ერისთავი
Line of edition: 17    
შუბლზედ დაკოდილი იყო, თოფსა გარდაეკრა, \ და უსუსტდებოდა გული მეფემან და
Line of edition: 18    
მოურავმან და სხუათა თავადთა ნახეს იგი და მოუცადეს.

Line of edition: 19    
მაშინ შაბადა-ხან თავისის ჯარითა წინწყაროს მდგარიყო და წარმოსრულიყო
Line of edition: 20    
და მოვიდა ნაომარზედა, დახედა და ნახა, რომე ესე მცირედი კაცი ერთს ადგილს.

Line of edition: 21    
შეყრილიყვნენ და იდგნენ ქართველთაგანი, და იცნა შაბადა-ხან. მაშინ შემოუტია და
Line of edition: 22    
შეექნათ ბრძოლა ძლიერი, უმეტესი პირველისა, და ბრძოდენ ქართველნი ფიცხად. და
Line of edition: 23    
მას დღესა ბატონმან თეიმურაზ დაამტურია ყოველი საბრძოლო იარაღი და აღარა
Line of edition: 24    
შერჩომოდა რა და ბეჭდებიცა დაემტურია კაცზედა, და იმდღინდელი მოურავის ნაქმარი
Line of edition: 25    
ომი და \ საქმეები პირველთა გმირთაგანცა არა თქმულ არს, რაც იმ დღეს მოურავმან
Line of edition: 26    
სახელი და ომი ქმნა. და ძლიერად შეიბნენ მან აღათანგი ხერხეულიძე და კახი
Line of edition: 27    
ასლანისშვილი დავით და ორნივე დაიჴოცნენ მუნ. და შემდგომად ამისა ძლიერად



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.