ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 409

Page of edition: 409  Line of edition: 1    შეიბა \ მუხრანის ბატონი თეიმურაზ, ძმა ქაიხოსროსი, და მოკლეს იგიცა მუნ და
Line of edition: 2    
რა მოკლეს თეიმურაზ მუხრანის ბატონი, დაიძახეს თეიმურაზ მოკლესო. და მაშინ
Line of edition: 3    
რა ესმა ესე ქართველთა, ეგონათ თუ ბატონი თეიმურაზო მოკლესო, და მაშინღა
Line of edition: 4    
დამაშვრალნი ქართველნი ივლტოდენ და გაიქცენ.   
Line of edition: 5    
ხოლო ათაბაგი და ყმანი მისნი დიდად მჴნედ და ძლიერად ომობდენ. და ნახა
Line of edition: 6    
ათაბაგმან ამირგუნა-ხან ერევნის ხანი, გამზრდელი თჳსი, შეუტია და დაჰკრა თავსა
Line of edition: 7    
თაჯიანსა ჴრმალი, თაჯი გაუპო. თავსა დიდი შეჰკუეთა და ჩამოაგდო. შემოსძახა ამირგუნ[ა]-ხან:
Line of edition: 8    "ნამაქაფარმო, რასთჳს მომკლაო, ხომ მე გამიზრდიხარო". მაშინ, რა ესმა
Line of edition: 9    
ათაბაგსა, გაუშვა, წარვიდა და ივლტოდა. და რა ეს ნახეს ყიზილბაშთა, მაშინღა
Line of edition: 10    
გამობრუნდენ და თჳთ ყორჩიბაშიცა გამობრუნდა და მოვიდა პირველსავე მას ნაომარსა.

Line of edition: 11    
ხოლო ბატონი თეიმურაზ და ქართველნი შეიქცეს თჳს-თჳსად, და რა მივიდა
Line of edition: 12    
\ მოურავი ნოსტევს. მაშინ შემოიყარა, რაღაც გარდარჩომოდა, ჯარი თჳსი. და მას
Line of edition: 13    
ჟამსა გამოსულიყვნენ ქალაქის ციხიდამე მარბეველნი თარეშნი თათარნი და ლისი
Line of edition: 14    მოერბიათ. მაშინ წარვიდა მოურავი, რამეთუ ლისი იმისი იყო, ბატონის წყალობა,
Line of edition: 15    
მივიდა მოურავიცა სამოცის კაცითა და შეება გულ-მესისხლედ, და ამოსწყჳტა. ღმერთმან
Line of edition: 16    
გამარჯუება მისცა და მოსრა კაცი შჳდასი, გააქცია და ამოსწყჳტა და ცოლშვილს
Line of edition: 17    
კაცი უჩინა და სამცხეს გაგზავნა. თჳთ განვიდა, წიწამურის გზები ჩახერგა და ღართის\კარიცა
Line of edition: 18    შეუკრა თჳთ და მუნ მომავალნი ყიზილბაშნი დაჴოცა და ამოსწყჳტნა და
Line of edition: 19    
ამის ცდაში იყვნენ ყიზილბაშნი, რათა, ანდუყაფარ ამილახორის ცოლი რომ არშას
Line of edition: 20    ციხეში იყო, ის ქალი ყაენის შვილისშვილი იყო, სჳმონ მეფის ცოლის დაჲ იყო,
Line of edition: 21    
და იმისი გამოყვანა უნდოდათ და დაუწყეს ზურაბს ლაპარაკი, რომ ის ქალი მოგუეცო; \
Line of edition: 22    
რამეთუ მაშინ ის ქალი არშას ციხეში ჰყვანდათ, რომელ არს ციხე ჴევისა,
Line of edition: 23    
და დაუწყო ყორჩიბაშმან ზურაბ ერისთავს ლაპარაკი: "გზა მომეცო, ჯარს გავგზავნი
Line of edition: 24    
და იმ ქალს გამოვიყვან და წავალ ჩემთჳნაო". მაშინ საფიცარი მისცა ზურაბ ერისთავმან,
Line of edition: 25    
რომ გზას დაგანებებ და არას დაგიმარცხებო, შევლით ჩემს მამულზედ შეიარეთო
Line of edition: 26    
და ჩამოვლით ქსანზედ წამოდითო, რომ ჩემს მამულს დიაღ ძალი დაემართებაო.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.