ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 410

Page of edition: 410  Line of edition: 1    მაშინ ყორჩიბაშმან უთავა ჯარს ხოსრო-მირზა, რომელი პირველ ვაჴსენეთ წარვიდენ,
Line of edition: 2    
შევლეს. და გამოიყვანეს და გარდმოვლეს ლომისა და ენება ქსანზედ ჩამოვლა.

Line of edition: 3    
მაშინ პირობა მისცეს ზურაბ ერისთავმან, იესე ერისთავმან და მოურავმან გიორგ
Line of edition: 4    და ერისთავის ძმამან, და შეკრეს ქსანზე გზები, დაუხუდენ და მოსწყჳტეს ასე, რომე
Line of edition: 5    
იმისთანა გამარჯუება არა თქმულ არს. მოსრეს ესრეთ, რომე ქსანი შეიღება სისხლითა
Line of edition: 6    
და სისხლის ფერად დიოდა. და მაშინ კარგად იყო ხოსრო-მირზა: ხოლო ქალი
Line of edition: 7    
ვერ წაართუეს, სხუანი ჯარნი \ და სპანი ამოსწყჳტნეს და სძლად წაართუეს სალარო
Line of edition: 8    
და ბარგი. მოვიდა ხოსრო-მირზა და მოიყვანა ქალი ყორჩიბაშთანა.

Line of edition: 9    მაშინ მოურავი წავიდა სამცხეს, ცოლსა და შვილს მიეპატრონა.

Line of edition: 10    
წარმოვიდა ყიზილბაშის ჯარი და მოიცვეს საბარათაშვილო და სომხითი, მოითარეშეს
Line of edition: 11    
და იყვნენ.

Line of edition: 12    
ხანსა რაოდენსაეე უკანა გაგზავნა ყორჩიბაშმან ჯარი მოურავის თავს დასასხმელად.

Line of edition: 13    
მაშინ მოურავი მთაზედ იყო სანადიროდ და გარდმოხედა \ და ნახა ყიზილბაშის
Line of edition: 14    ჯარი, რამეთუ ასპინძა ავსილიყო ჯარითა. მაშინ შემოუტივა მოურავმან და მისცა
Line of edition: 15    
ძლევა ღმერთმან და ამოსწყჳტა თათრის ჯარი, მრავალი იმათიც დააყრევინა, თვარემ
Line of edition: 16    
ამათი ვერა წაიღეს რა და წავიდნენ გაქცეულნი.

Line of edition: 17    
მაშინ ხერთვისის ციხე და სხუანი რაოდენნიმე სამცხის ციხენი ყიზილბაშთა
Line of edition: 18    ეჭირა, მივიდა მოურავი და აღიღო ციხე ხერთვისისა და სხუანი ციხეები და შინამყოფნი
Line of edition: 19    
ყოველნივე ამოსწყჳტა, და მაშინ გაგზავნა ქავთარის შვილი გიორგი ხვანთქართანა
Line of edition: 20    
და შეუთუალა, \ ვითარმედ: ესე ციხეები ყიზილბაშს ეჭირაო და აწ მე
Line of edition: 21    
წამირთმევიაო, გამოგზავნეთ ჯარი თქვენი და დააყენეთ ციხეებსა ამას შინაო. ხოლო
Line of edition: 22    
ხონთქარმან დიდად დაუმადლა და მრავალი წყალობა გამოუგზავნა და გამოგზავნა
Line of edition: 23    
ენგიჩრები და დააყენა ციხეებსა მას შინა.

Line of edition: 24    
ხოლო ყორჩიბაშმან გაამაგრა ციხე ტფილისისა და და[ა]გდო მენ სჳმონ მეფე,
Line of edition: 25    
ქრისტეს აქათ ჩ~ქკჱ, და თჳთ ყორჩიბაში გაბრუნდა, წარვიდა და წარიყვანა ქალი თანა.

Line of edition: 26    
და ვითარცა წარვიდა ყორჩიბაში, სჳმონ მეფე ვერ გამოვიდოდა ციხიდამე და ვერცა
Line of edition: 27    
პატრონობდა ქართლსა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.