ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 411

Page of edition: 411  Line of edition: 1    მაშინ კუალად მოვიდა მოურავი და ზურაბ ერისთავმან კუალად დაიპყრეს ქართლი
Line of edition: 2    და დასუეს კუალად მუხრანის ბატონი ქაიხოსრო უფროსად, და იგინივე პატრონობდენ და
Line of edition: 3    
და უფროსობდენ ქართლსა.

Line of edition: 4    და ამა ჟამში მოკუდა შააბაზ. მაშინ ხოსრო-მირზა, ქართლში რომ კარგად ყოფილიყო
Line of edition: 5    
და ბევრს გარჯილიყო, მისად მაგიერად მიეცათ ყულარაღასობა და იყო
Line of edition: 6    
ყულარაღასი, ხოლო, და შააბაზ მოკუდა მაშინ აირივნენ ყიზილბაშნი და კარის
Line of edition: 7    
ბეგლარებს სწადოდათ ერანის აშლა. ხოლო ამა ხოსრო ყულარაღასმან გაამაგრა კარი
Line of edition: 8    
და გამოიყვანა შვილი შააბაზისა შაჰ-სეფი დადასუა ყაენად, და მოუდგა თჳთ და გაუმაგრა
Line of edition: 9    
კარი და დარჩა დიდად ერთგულად ყაენზედა. და იყო ყაენი მწყალობელი მისი.

Line of edition: 10    
ხოლო განდიდნა ზურაბ ერისთავი და არღარა უდებდა მოურავსა თავსა და
Line of edition: 11    
სიძეცა იყო ბატონის თეიმურაზისა, ამისთჳნცა დიდობდა. იწყინა მოურავმან \ მისი
Line of edition: 12    
თავს-დაუდებლობა და ამანაც აღარა აჴსენა. და ამაში შეექნათ შური დიდი და მტერობა:
Line of edition: 13    
ზურაბ ბატონს თეიმურაზს მიუდგა, და მოურავი ქაიხოსროს, გამგებელსა ქართლისასა,
Line of edition: 14    და ქართლი სულად შემოუყარა ქაიხოსროს მოურავმან. და არა მორჩილ ექმნეს
Line of edition: 15    
ესე ორნი ერისთავნი ზურაბ და ამილახორი იოთამ, და იყო განდგომილება ურთიერთას
Line of edition: 16    
შორის. ხოლო წარგზავნა მოურავმან კაცი და ითხოვა შეწევნა იმერეთის მპყრობელის
Line of edition: 17    
გიორგისაგან. შემწე ექმნა და წარმოსცა გიორგი სპანი თჳსნი
Line of edition: 18    
მაშინ სა\ათაბაგოს საფარ-ფაშა იჯდა, რამეთუ მანუჩარ ათაბაგი ოდეს ქართლად
Line of edition: 19    იყო, მაშინ წარვიდა ხონოქართანა. და შეეწყალებინა ხონთქარსა და მიეცა საათაბაგო
Line of edition: 20    
თავისის სულითა, და ოდეს გაბრუნებულიყო, მაშინ წინ დახდომოდა საფარ-ფაშა
Line of edition: 21    მანუჩარ ათაბაგსა, და იყო ნათესავიცა მანუჩარისა. ხოლო მალვით მოეწამლა და
Line of edition: 22    
მოეკლა ათაბაგი და თჳთ წარსულიყო საფარ-ფაშა და გათათრებულიყო. და მოეცა
Line of edition: 23    
საათაბაგო საფარ-ფაშისათჳს. წარმოვიდა და მოვიდა საათაბაგოში. რომელნიმე მაშინ
Line of edition: 24    
თავადნი გათათრებულიყვნენ ათაბაგისანი, და, რა ესე საფარ-ფაშა მოვიდა, სრულიად
Line of edition: 25    
გაათათრა, რანიცა თავადნი იყვნენ ქრისტიანენი. მიერითგან იყვეს თათრობა და ამას.

Line of edition: 26    
საფარ-ფაშას სთხოვა მოურავმან ჯარი და ათხოვა.

Line of edition: 27    
მაშინ ბატონი თეიმურაზ და ზურაბ ერისთავი ერთად იყვნენ დუშეთს სახლსა
Line of edition: 28    
ზურაბ ერისთავისასა. და შემოიყარა მოურავმან ჯარი, მივიდა დუშეთს ბატონს



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.