ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 417
Page of edition: 417
Line of edition: 1
ბატონად
ქართლისა
ხოსრო-მირზა,
ძე
დაუთხანისა,
რომელი
პირველ
ვაჴსენეთ
,
რამეთუ
Line of edition: 2
ამა
ხოსრო-მირზას
\
მისცა
ყაენმან
ქართლი
და
უწოდა
როსტომ-ხან
და
წარმოგზავნეს
Line of edition: 3
ორნივე
ზოგად
როსტომ-სან
და
როსტომ
სპასალარი
სააკაძე.
Line of edition: 4
ხოლო
კახეთი
მისცა
სალიმ-ხანს
და
იგიცა
თანა
წარმოატანა
.
წარმოემართნეს
Line of edition: 5
და
მოვიდეს
ხუნანს
და
დაიბანაკეს
მუნ
ხუნანს,
რომელ
არს
გატეხილი-ჴიდი
.
Line of edition: 6
მაშინ
ბატონმან
თეიმურაზ,
სცნა
რა
საქმე
ესე
,
შემოიყარა
სპანი
თჳსნი
,
მოვიდა
Line of edition: 7
და
დადგა
საფურცლეს
და
მოუწოდა
ბარათიანთა
ცოლშვილიანად
და
მოასხა
მუხრანს
Line of edition: 8
და
იყვნენ
მუნ
.
და
რა
სცნეს
ბარათიანთა
მოსვლა
როსტომ
მეფისა
ხუნანს,
დაუტევეს
Line of edition: 9
ცოლშვილი
და
წარვიდენ
როსტომ
მეფეს
თანა
.
და
რა
სცნა
ბატონმან
თეიმურაზ
წასვლა
Line of edition: 10
ბარათიანთი,
განრისხნა
ფრიად
და
ინება
ცხვირ-პირის
დაჭრა
ბარათიანთ
ცოლშვილისა
,
Line of edition: 11
ხოლო
ხორეშან
დედოფალმან
აღარ
დაანება
.
და
ვეღარა
დადგა
ბატონი
თეიმურაზ
\
Line of edition: 12
მუხრანსა
და
არცაღა
ძალ-ედვა
წინააღდგომა
როსტომ
მეფისა
.
მაშინ
წარვიდა
Line of edition: 13
ცოლშვილით
იმერეთს
და
თან
წარყვნენ
რომელნიმე
კახნი.
Line of edition: 14
და
,
რა
ესენი
წარვიდენ
,
მაშინ
ეპყრა
მუხრანი
ვახტანგს,
ძესა
თეიმურაზისასა,
Line of edition: 15
წარვიდა
ესე
ვახტანგ
და
მივიდა
როსტომ
მეფეს
თანა
.
და
რა
სცნეს
ყიზილბაშთა
Line of edition: 16
წასვლა
ბატონის
თეიმურაზისა,
გამოუყენეს
უკანა
თარეში
.
ბატონმან
თეიმურაზ
და
Line of edition: 17
რომელთამე
კახთა
გარდაასწრეს
იმერეთს,
ხოლო
რომელთამე
მოეწივნეს
პერანგაზედა
,
Line of edition: 18
რომელიმე
მოსრეზ
,
რომელიმე
შეიპყრეს
და
ტყუე-ყვეს
ხიზანი
,
წარმოვიდნენ
და
მოვიდნენ
Line of edition: 19
როსტომ
სპასალართანა
.
Line of edition: 20
ხოლო
იყვნენ
მრავალნი
და
ურიცხუნი
ყიზილბაშნი,
მოიყვანეს
და
გააბატონეს
.
Line of edition: 21
როსტომ
მეფე
ქართლში
და
შემოეხვივნენ
ქართველნი,
ხოლო
სალიმ-ხან
ჩაიყვანეს
.
Line of edition: 22
და
დასუეს
კახეთშია.
Line of edition: 23
მაშინ
აღაშენეს
ციხე
გორისა
და
შეაყენნეს
მცველნი
,
და
კუალად
შეაყენნეს
მცველნი
Line of edition: 24
სურამის
ციხეშიაცა
.
Line of edition: 25
მაშინ
როსტომ
მეფეს
მოსცეს
მაშუელებლად
ლორის
ხანი
,
ყაზახის
ხანი
და
Line of edition: 26
შამშადილოს
ხანი
,
ხოლო
სალიმ-ხანს
უჩინნეს
მაშუელებლად
განჯის
ჯარი
და
Line of edition: 27
ყაჯარისა.
This text is part of the
ARMAZI
edition of
Kartlis Cxovreba II
.
Copyright
ARMAZI Project
, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.